ვასილ ფავლენიშვილი (გ. 1918)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვასილ ფავლენიშვილი.

ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი (ფავლენოვი; დ. 26 დეკემბერი, 1854 — გ. 22 იანვარი, 1918) — თავადი, ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1916).

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის იუნკერთა ქვეითი სკოლა (1878). სამხედრო სამსახურში იყო 1869 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) პრაპორშჩიკის ჩინით. 1904 წლიდან იყო პოდპოლკოვნიკი. 1905-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის მსროლელთა მე-5 პოლკში, შემდეგ შემახის 265-ე ქვეით პოლკში. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე კავკასიის მე-9 ქვეითი პოლკის შემადგენლობაში. თავი გამოიჩინა ოგნოტის ოპერაციის დროს, სოფ. გულდართან 1916 წლის 11-12 აგვისტოს ბრძოლებში, რისთვისაც დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“. ამავე ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. დაჯილდოებული იყო ასევე წმ. ანას, წმ. ვლადიმირისა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება