ვასილი პუკირევი (დ. 1832 — გ. 1 ივნისი, 1890, მოსკოვი) — რუსი ფერმწერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1847-1858 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ძერწვის და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, იყო ს. ზარიანკოს მოწაფე. 1861-1873 წლებში ასწავლიდა იქვე. 1863 წლიდან იყო პროფესორი. 1850-იან წლებში შექმნა პორტრეტები, შემდეგ მუშაობდა ჟანრულ ფერწერაში, ასევე ისტორიულ ჟანრში, ქმნიდა ილუსტრაციებს. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „შეუფერებელი ქორწინება“ (1862), რომელიც დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში.

ლიტერატურა რედაქტირება