ვარაზ-ბაკური (რანის ერისთავი)
ვარაზ-ბაკური (გ. დაახლ. 456) — „რანის ერისთავი“ ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას“ მიხედვით, ბარზაბოდის ძე, საგდუხტის ძმა და ქართლის მეფის ვახტანგ I გორგასლის ბიძა. სხვა ქართული და უცხოური წყაროებით ვარაზ-ბაკური უცნობია.
ქართული მატიანის მიხედვით ვარაზ-ბაკური მამის გარდაცვალების შემდეგ (დაახლ. V საუკუნის 40-იანი წლები) სპარსთა მეფეს რანის ერისთავად, ე. ი., ალბანეთის მარზპანად დაუნიშნავს. კ. თუმანოვის აზრით, ვარაზ-ბაკური გარდმანის მთავარი უნდა ყოფილიყო მიჰრანიანთა დინასტიიდან. ჯუანშერის ცნობით, ვარაზ-ბაკურმა „ოვსეთს“ სალაშქროდ მიმავალ ვახტანგ გორგასალს 12 ათასი მეომარი მიახმარა. მოგვიანებით, 453-456 წლებში, მან ირანის ჩრდილოეთ ქუსტაქში შემავალი ქვეყნების ლაშქრით ვახტანგ გორგასალთან ერთად ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრა. მოკლეს ბიზანტიელებთან ბრძოლაში. ვარაზ-ბაკურის ცხედარი ქალაქ ბარდავში გადაასვენეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოილაძე ვ., ვარაზ-ბაკური // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 166.
- გოილაძე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ. სერია, 1982, №4.
- Toumanoff, C., Studies in Christian Caucasian History, Georgetown, 1963. — pp. 239 n. 312, 489, 499.
- Toumanoff, C., Les dynasties de la Caucasie Chrétienne: de l'Antiquité jusqu'au XIXe siècle: tables généalogiques et chronologique, Rome, 1990. — p. 397.