ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„ვარადო“აფხაზური (ქართული) ხალხური სიმღერა, რომელსაც ზოგჯერ „კლდის სიმღერის” სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. სიმღერას საფუძვლად უდევს ლეგენდა ორი ძმის შესახებ: მაღლა, კლდის ორწოხებში გახლართული უფროსი ძმა შველას სთხოვს უმცროსს. ეს უკანასკნელი ქვემოდან შესძახებს, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში იგი მის ცოლს ხასად დაისვამს, შვილებს მონებად გაიხდის და მის სახლ-კარს მიითვისებს. უფროსი ძმა უკანასკნელ ძალ-ღონეს მოიკრებს, გამოვა ხლართებიდან, ძირს დაეშვება და სატევარს ჩასცემს გულში მოღალატეს. სახლში დაბრუნებულს დედა აუხსნის, რომ უმცროსმა ძმამ ეს სიტყვები მის გადასარჩენად მოიგონა. გაუბედურებული კაცი კლდის პირას უმცროსი ძმის გვერდით იკლავს თავს. სიმღერა სამხმიანია. მისი ხასიათი გამოხატულია ნელი ტემპით და სევდიანი განწყობით. სიტყვიერი ტექსტი მთლიანად სამღერისებს ემყარება.[1]

ვა-რა-დო ო-რი-რა-ვო, ვა-რა-და-რი – ო

ო-ვრა-იდა-ო,

ვა-რა-იდა სი-ვა-რა-იდა-ო,

ვა-რა-დო რა-იდა-ო.

ვა-რა-დო ო-რი-რა-ვო, ვა-რა-და-რი – ო

ო-ვრა-იდა-ო,

ვა-რა-იდა სი-ვა-რა-იდა-ო,

ვა-რა-დო რა-იდა-ო.[2]

  1. კალანდაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 164.
  2. კოკელაძე გრ., ქართული ხალხური სიმღერები თქმულებებითა და კომენტარებით, თბ., 1985.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარადო“-დან