საჭადრაკო ოლიმპიადა 1968

(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1968)

17 ოქტომბერი - 7 ნოემბერი 1968 ლუგანო, შვეიცარია

ლუგანოში გუნდების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ამჟამად უკვე 53 გუნდი იბრძოდა ჰამელტონ-რასელის თასისათვის.

ბოლო ხანებში რობერტ ფიშერის, ბენტ ლარსენის, ლაიოშ პორტიშის, ვლასტიმილ ჰორტის, სვეტოზარ გლიგორიჩის და სხვათა მიღწევებმა ზოგიერთ საჭადრაკო მიმომხილველს აფიქრებინა რომ, ლუგანოში საბჭოთა ნაკრების ჰეგემონიას ოლიმპიადებზე შეიძლებოდა ბოლო მოღებოდა. განსაკუთრებით დიდი იმედები ჰქონდათ ამერიკელებს. მათ თითქმის დაითნხმეს ფიშერი და რეშევსკი ერთად ეთამაშათ გუნდში. ფიშერი ლუგანოში ჩამოვიდა კიდეც და სატურნირო დარბაზის (ისე ეს დარბაზი იმდენად პატარა იყო, რომ ზოგიერთი გუნდის წარმომადგენელმა წინადადებაც კი წამოაყენა ორ ცვლაში ეთამაშათ) დათვალიერების შემდეგ მთელი რიგი პრეტენზიები წაუყენა ორგკომიტეტს. პასუხს არ დალოდებია ფიშერი ლუგანოდან გაემგზავრა და მერე აღარც გამოჩენილა.

მთავარი ფავორიტები ისევ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ. სხვადასხვა გუნდებში გამოჩნდნენ ახალგაზდრა მოჭადრაკეები, რომლებიც მომავალში თავისი სიტყვა თქვეს მსოფლიოს ჭადრაკში. ასე მაგალითად, გერმანელთა გუნდში სათადარიგოდ თამაშობდა ახალგაზრდა რობერტ ჰიუბნერი. ასევე დებიუტი ჰონდათ იან სმეიკალს ჩეხოსლოვაკიის და ენრიკო მეკინგს ბრაზილიის გუნდებში. როგორც ყოველთვის კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავდათ უნგრელებს და იუგოსლავიელებს. ოლიმპიადამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ტურნირზე ევროპაში საქორწინო მოგზაურობაში მყოფმა არისტოტელე ონასისმა და ჟაკლინ კენედიმაც კი შემოიარეს.

პირველ ეტაპზე სენსაციური არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პირველ ჯგუფში ფილიპინელებმა აჯობეს ინგლისელთა გამოცდილ გუნდს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აზიური გუნდი მთავარ ფინალში მოხვდა. ფინალური ტურნირი ერთი ქვეჯგუფიდან გამოსულმა გუნდებმა იმ ქულებით დაიწყეს, რომელიც მათ პირველ ეტაპზე ერთმანეთთან მატჩში მოაგროვეს. ასე რომ გუნდებმა ფინალური ტურნირი პირდაპირ მეორე ტურიდან დაიწყეს. საბჭოთა მოჭადრაკეებმა ფინალი მძლავრად დაიწყეს. უკვე ხუთი ტურის შემდეგ უახლოესი მდევარი, იუგოსლავიის გუნდი საბჭოელებს სამი ქულით ჩამორჩებოდა. მეცხრე ტურის შემდეგ სხვაობამ უკვე რვა ქულას მიაღწია, საბოლოოდ კი მან 8,5 ქულა შეადგინა. საბჭოთა მოჭადრაკეებმა მოიგეს ყველა მატჩი და მხოლოდ ბოლო ორ ტურში, როდესაც ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდათ, სწრაფად გააფორმეს ოთხ-ოთხი ყაიმი დასავლეთ გერმანელებთან და კანადელებთან. საბჭოთა მოჭადრაკეებმა დაამყარეს რეკორდიც, რომლის მხოლოდ განმეორებაღა თუ შეიძლება და არა გაუმჯობესება - მათ არ წაუგიათ არც ერთი პარტია.

სამაგიეროდ საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა მეორე - მესამე ადგილებისათვის. მედლების ტრადიციულ მაძიებლებს (უნგრელებს, იუგოსლავიელებს, ამერიკელებს და გერმანელებს) დაემატათ ბულგარელებიც. თავდაპირველად ამ ბრძოლაში იუგოსლავიის და აშშ-ს გუნდები დაწინაურდნენ. მეექვსე ტურიდან იუგოსლავიელებმა გაქცევა მოაწყვეს და 2-2,5 ქულით დაწინურდნენ. საბრძოლველი მესამე ადგილიღა დარჩა. იგი თითქოს ამერიკელებს უნდა დარჩენოდათ, რომლებიც ბოლო ტურის წინ ქულანახევრით უსწრებდნენ ბულგარელებს, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკელები მოულოდნელად დამარცხდნენ აღმოსავლეთ გერმანელებთნ. ამით კარგად ისარგებლეს ბულგარელებმა. მათ ბოლო ტურში საჭირო ანგარიშით (3,5-0,5) დაამარცხეს ფილიპინელები და პირველად დაუეფლნენ ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლებს. ამერიკელები მეოთხეზე დარჩნენ. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ გერმანელები.

ტექნიკური შედეგები რედაქტირება

მონაწილეობდა 53 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები შვიდ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXVIII, XXIX-XLII და XLIII-LIII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XLIII-XLIII ადგილები

43.  სინგაპური - 32 44.  საფრანგეთი - 30 45.  პარაგვაი - 27,5 46.  მექსიკა - 23,5 47.  დომინიკანელთა რესპუბლიკა - 23,5 48.  ჰონგ-კონგი - 22,5 49.  კოსტა-რიკა - 14,5 50.  ლიბანი - 13,5 51.  კვიპროსი - 13 52.  ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 11 53.   ანდორა - 9

  • XXIX-XLII ადგილები

29.  ავსტრალია - 38 30.  ნორვეგია - 36 31.  იტალია - 31,5 32.  ვენესუელა - 30 33.  თურქეთი - 29,5 34.  საბერძნეთი - 28,5 35.  პორტუგალია - 27,5 36.  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 27,5 37.  ტუნისი - 26 38.  ირლანდია - 21 39.  ლუქსემბურგი - 20,5 40.  პუერტო-რიკო - 19,5 41.  მაროკო - 16 42.  მონაკო - 12,5

  • XV-XXVIII ადგილები

15.  ნიდერლანდები - 33,5 16.  ინგლისი - 33 17.  ავსტრია - 30,5 18.  ისრაელი - 30 19.  ესპანეთი - 28,5 20.  კუბა - 27 21.  შვეიცარია - 27 22.  ისლანდია - 26 23.  ფინეთი - 24 24.  შვედეთი - 22,5 25.  ბრაზილია - 20,5 26.  ბელგია- 20,5 27.  მონღოლეთი - 20 28.  შოტლანდია - 19,5

I-XVI ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

ტიგრან პეტროსიანი 10,5 (+9=3-0), ბორის სპასკი 10 (+6=8-0), ვიქტორ კორჩნოი 11 (+9=4-0), ეფიმ გელერი 9,5 (+7=5-0), ლევ პოლუგაევსკი 10,5 (+8=5-0), ვასილი სმისლოვი 11 (+10=2-0),

სვეტოზარ გლიგორიჩი 9,5 (+5=9-1), ბორესლავ ივკოვი 9 (+5=8-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 9 (+5=8-0), მილან მატულოვიჩი 10,5 (+8=5-2), ბრუნო პარმა 5 (+2=6-0), დრაგოლუბ ჩირიჩი 5 (+4=2-1).

მილკო ბობოცოვი 11 (+6=10-1), გიორგი ტრინგოოვი 11 (+8=6-0), ნიკოლა პადევსკი 8,5 (+4=9-2), ათანას კოლაროვი 6 (+4=4-3), ივან რადულოვი 10,5 (+8=5-1), პეჩო პეევი 3 (+2=2-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი   სსრკ 10,5 12 87,5
ჯონათან პენროუსი   ინგლისი 12,5 15 83,3
სვენ იოჰანსენი   ნორვეგია 10 13 76,9
მეორე დაფა ქვეყანა %
გიორგი ტრინგოვი   ბულგარეთი 11 14 78,6
ლოთრ შმიდტი   გერმანია 9 12 75,0
ბორის სპასკი   სსრკ 10 14 71,4
მესამე დაფა ქვეყანა %
ვიქტორ კორჩნოი   სსრკ 11 13 84,6
იარ კრაიდმანი   ისრაელი 11 14 78,6
ბერნარდ ჰუგუეტი   საფრანგეთი 10 13 76,9
მეოთხე დაფა ქვეყანა %
შიმონ კაგანი   ისრაელი 10,5 13 80,8
ეფიმ გელერი   სსრკ 9,5 12 79,2
რაიმონდ კინი   ინგლისი 13 17 76,5
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
გლაცერიო ბადილესი   ჰონგ-კონგი 11,5 14 82,1
ლევ პოლუგაევსკი   სსრკ 10,5 12 79,2
გედეონ ბარცა   უნგრეთი 10,5 14 75,0
ჰაინც ლიბერტი   გდრ 9 12 75,0
ივან რადულოვი   ბულგარეთი 10,5 14 75,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ვასილი სმისლოვი   სსრკ 11 12 91,7
იან ტერი შეუ   ავსტრალია 12 14 85,7
დონალდ ბირნი   აშშ 19 12 75,0
ლუდოვიკ პრინსი   ნიდერლანდები 9 12 75,0

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება