ვანის ტბა

(გადამისამართდა გვერდიდან ვანი (ტბა))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვანი (თურქ. Van Gölü, სომხ. Վանա լիճ, ქურთ. Gola Wanê) — გაუდანიარი ტბა აღმოსავლეთ თურქეთში. მდებარეობს სომხეთის მთიანეთში, ზღვის დონიდან 1646 მეტრის სიმაღლეზე. ფართობი დაახლ. 3,7 ათ კმ², სიღრმე 145 მეტრამდე. ვანის ტბის ქვაბულის ძირითადად ტექტონიკური წარმოშობისაა, თუმცა ტბის წყალი დაგუბდა ვულკანების სიუფჰანისა და ნემრუთის ამოფრქვევის პროდუქტებით, რომლებმაც ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაპირები წარმოქმნა. ვანის წყალი მარილიანია (19,1‰). განვითარებულია მარილის გამოხდა, ნაოსნობა (სარკინიგზო ბორანი ანკარა – თავრიზის ხაზზე). აღმოსავლეთ ნაპირზეა ქალაქი ვანი.[1]

კუნძული აღთამარი და წმინდა ჯვრის საკათედრო ტაძარი
კუნძული აღთამარი და წმინდა ჯვრის საკათედრო ტაძარი
კოორდინატები: 38°38′ ჩ. გ. 42°49′ ა. გ. / 38.633° ჩ. გ. 42.817° ა. გ. / 38.633; 42.817
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1646 
ფართობი 3,7 ათ. კმ²
მოცულობა 607 კმ³
საშუალო სიღრმე 145 
მარილიანობა 19,1 
ვანის ტბა — თურქეთი
ვანის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ван // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 570.