ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვანესა მორგანი (ინგლ. Vanessa Morgan; დ. 23 მარტი, 1993) — კანადელი მსახიობი[1] . ცნობილია თავისი შესრულებული როლებით: როგორც კასტროს მეგობარი, MTV-ს თინეიჯერულ დრამა სერიალ „კასტროს ძებნაში“, როგორც ამანდა პაიერსი, Family-ს თინეიჯერულ კომედიურ სატელევიზიო სერიალ „The Latest Buzz“-ში, როგორც სარა დისნეი/Teletoon-ის ფილმ „My Babysitter's a Vampire“-ში, იგი ასევე მონაწილეობას იღებდა ამავე როლით, იგივე სახელწოდების მქონე სატელევიზიო სერიალში. ახლა კი, თამაშობს ტონი ტოპაზის როლს, The CW-ს ამერიკულ თინეჯერულ დრამა სერიალ „რივერდეილში“.

*ვანესა მორგანი

მორგანი San Diego Comic-Con-ზე, 2018 წელს.
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1992 (1992-03-23) (32 წლის)
ოტავა, ონტარიო, კანადა
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა კანადის დროშა კანადა
ალმა-მატერი დედოფლის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2000-დღემდე
მეუღლე(ები) მაიკლ კოპეჩი

ადრინდელი ცხოვრება

რედაქტირება

კანადელი მსახიობი ვანესა მორგანი, 1993 წლის 23 მარტს დაიბადა, კანადის ქალაქ ოტავაში. დედამისი ეთნიკური წარმომავლობით შოტლანდიელია, ხოლო მამამისი სამხრეთ აფრიკელი[2][3]. ჰყავს ერთი და, სახელად სელინა. სანამ მორგანი ცნობილი გახდებოდა და სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, 7 წლის ასაკში, 1999 წელს, მოიგო „Junior Miss America“. მან 2010[4][5] წელს დაამთავრა „Colonel By Secondary School“-ი, ხოლო შემდგომ, ფილოსოფია შეისწავლა დედოფლის უნივერსიტეტში[6].

ვანესა მორგანის სამსახიობო კარიერა 2000 წელს დაიწყო, როდესაც VH1-ს ფილმ „A Diva's Christmas Carol“-ში მიიღო მონაწილეობა. შემდგომ, 2010 წელს, ითამაშა კანადურ დრამა ფილმ „ფრენკი და ელისი“-ში. იგი ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც 2007 წელს, ამანდა პიერსის როლი მოირგო, და მონაწილეობა მიიღო Family-ს თინეიჯერულ კომედიურ სერიალ „The Latest Buzz“-ში. 2010 წელს, მან ასევე შეასრულა მარია ჰოუტორნის როლი, დისნეის სატელევიზიო ფილმ „Harriet the Spy: Blog Wars“-ში[7].

ამავე წელს, მან Teletoon/დისნეის ფილმ „My Babysitter's a Vampire“-ში სარას როლით ითამაშა. ვანესა ასევე მონაწილეობას იღებდა ამავე სახელწოდების მქონე სატელევიზიო სერიალში[8] . 2011 წელს მორგანმა დისნეის ფილმ „მშვენიერი პრინცი“-ში მიიღო მონაწილეობა. მას განმეორებადი როლი ჰქონდა დისნეის კომედიური სერიალის „A.N.T. Farm“-ის მეორე სეზონის 4 ეპიზოდში[9].

2013 წელს მორგანი გამოჩნდა კანადურ თინეიჯერულ სატელევიზიო სერიალ „Degrassi: The Next Generation“-ის ორ ეპიზოდში[10].

2017 წელს, იგი Spike-ს ფანტაზიური ჟანრის დრამა სერიალ, „შანარას ქრონიკებში“ ლირიას როლს ასრულებდა. 2018 წლის 2 მაისს, ცნობილი გახდა ფაქტი რომ ვანესა The CW-ს ამერიკულ, თინეიჯერულ დრამა სერიალ „რივერდეილის“ მესამე სეზონში[11] ტონი ტოპაზის როლს შეასრულებდა.

პერსონალური ცხოვრება

რედაქტირება

2019 წლის 3 ივლისს, კანადელმა მსახიობმა და ამერიკელმა პროფესიონალმა კალათბურთელმა მაიკლ კოპეჩმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყეს[12], ხოლო 2020 წლის 4 იანვარს[13] დაქორწინდნენ.

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Cast bios for Geek Charming - Vanessa Morgan "Hannah". Disney Channel Medianet. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2011. ციტირების თარიღი: October 22, 2011.
  2. Thompson, Phil. 'It’s not language I continue to use:' Michael Kopech worries how offensive tweets will affect his family and girlfriend.
  3. VanessaMorgan. (July 15, 2011) Yes I'm canadian! but my mother is scottish and my father is east african so yes I'm mixed.
  4. Miller, Jacquie. (July 24, 2017) Ottawa actress cast in Riverdale, the hit series based on Archie comics. Ottawa Sun. ციტირების თარიღი: March 3, 2019.
  5. Berry, Jennifer. (July 26, 2017) Meet Canadian actress and new star of 'Riverdale' Vanessa Morgan. Hello!. ციტირების თარიღი: March 5, 2019.
  6. Amatangelo, Amy. (September 15, 2014) Catching Up With Vanessa Morgan of Finding Carter. Paste Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2018. ციტირების თარიღი: March 24, 2018.
  7. Miller, Jacquie. (July 24, 2017) Ottawa actress cast in Riverdale, the hit series based on Archie comics. Ottawa Citizen. ციტირების თარიღი: August 20, 2018.
  8. The Celebrity Dish Twenty Minutes with Bruce McDonald and Vanessa Morgan. UrbamMoms.ca (October 5, 2010). ციტირების თარიღი: February 6, 2019.
  9. Jake, Robillard. (August 8, 2017) Riverdale Welcomes Ottawa Native as First Bisexual Character. Ottawa Life Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2018. ციტირების თარიღი: March 24, 2018.
  10. Jancelewicz, Chris. (June 27, 2013) Vanessa And Celina, 'Amazing Race Canada' Team: Ex-'Degrassi' Actress And Bikini-Model Sister Join Game. HuffPost Canada. ციტირების თარიღი: March 24, 2018.
  11. Holbrook, Damian. (May 2, 2018) 'Riverdale' Ups Vanessa Morgan & Charles Melton to Series Regulars for Season 3. TV Insider. ციტირების თარიღი: May 2, 2018.
  12. Merrett, Robyn. (July 3, 2019) Brielle Biermann's Ex Michael Kopech Engaged to Riverdale's Vanessa Morgan: 'I Love You Intensely'. People. ციტირების თარიღი: January 4, 2020.
  13. Mizoguchi, Karen. (January 4, 2020) Riverdale Actress Vanessa Morgan Weds MLB Star Michael Kopech. People. ციტირების თარიღი: January 4, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვანესა_მორგანი“-დან