ვანათის ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან ვანათი (ძეგლი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვანათი.

ვანათიV–VI საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სამეკლესიიანი ბაზილიკა სოფელ ქვემო ბოლნისსა და ხატისსოფელს შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ამჟამად ძლიერ დანგრეულია, შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან. მხოლოდ აფსიდებია გამოყოფილი აღმოსავლეთით. სხვა არავითარი დანაწევრებისა ან დამატებითი სათავსის კვალი არ შეინიშნება. შუა ეკლესიას აქვს შვერილი აფსიდი და ორი შესასვლელი სამხრეთიდან. თავისი გეგმით, ზომით, პროპორციებითა და საშენი მასალით ვანათი ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკის მსგავსია და მასთან ერთად ქართული ხუროთმოძღვრების ამ ორიგინალური ტიპის განვითარების ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია.

ვანათის ტაძარი

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება