ვალტერ ფონ ბრაუხიჩი
ვალტერ ფონ ბრაუხიჩი (გერმ.: Walther von Brauchitsch) (დ. 4 ოქტომბერი, 1881, ბერლინი — გ. 18 ოქტომბერი, 1948, ჰამბურგი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-ფელდმარშალი და არმიის მთავარსარდალი 1938–1941, გენერალ ბერნჰარდ ფონ ბრაუხიჩის შვილი და მოტომრბოლელ მანფრედ ფონ ბრაუხიჩის ბიძა.
ბიოგრაფია
რედაქტირება- 1881 : 4 ოქტომბერი — გენერალ ბერნჰარდ ფონ ბრაუხიჩსა და მის მეუღლეს შარლოტე გორდონს შეეძინათ ვაჟი ვალტერი.
- 1900 : კადეტთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბრაუხიჩი პრუსიის არმიის გვარდიულ გრენადერთა პოლკის ლეიტენანტად დაინიშნა.
- 1910 : იქორწინა ელის ფონ კარშტეტზე (გერმ.: Elis von Karstedt)
- 1912 : გადაიყვანეს დიდ გენერალურ შტაბში სამუშაოდ.
- 1914–1918 : პირველი მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა სახის ჯარებში გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა.
- 1921 : ბრაუხიჩმა მაიორის ჩინით სამსახური დაიწყო ახლად შექმნილ „რაიხსვერში“.
- 1927 : დაინიშნა VI სამხედრო ოლქის შტაბის შეფად.
- 1928 : მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
- 1929 : გადაყვანილ იქნა რაიხსვერის სამინისტროს სახმელეთო ჯარების საწვრთნელი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
- 1931 : იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, სადაც მან ხელი შეუწყო რაიხსვერისა და წითელი არმიის თანამშრომლობას.
- 1933 : დაინიშნა I სამხედრო ოლქის (აღმ. პრუსია) მთავარსარდლად.
- 1936 : მიენიჭა გენერლის სამხედრო წოოდება.
- 1937 : ბრაუხიჩი დაინიშნა „ჰეერის“ მოტორიზირებული შენაერთების მთავარსარდლად.
- 1938 : ფრიჩ-ბლომბერგის სკანდალის და ვერნერ ბარონ ფონ ფრიჩის გადაყენების შემდეგ იგი „ჰეერის“ მთავარსარდალი გახდა. ამავე პერიოდში მან მიიღო დიდი ფინანსური დახმარება ფიურერისაგან და გაეყარა ცოლს.
- ბრაუხიჩმა იქორწინა შარლოტე შმიტზე (გერმ.: Charlotte Schmidt).
- სუდეტების კრიზისის დროს იგი იზიარებდა გენერალ ლუდვიგ ბეკის სამხედრო პოზიციას, თუმც აშკარად ფიურერის ოპოზიციაში დადგომა ვერ შეძლო.
- 1939–1941 : მეორე მსოფლიო ომში იგი ხელმძღვანელობდა „ჰეერის“ ოპერაციებს პოლონეთში, საფრანგეთში და საბჭოთა კავშირში. მისი სტრატეგიული გადაწყვეტილებები ხშირად აწყდებოდა ჰიტლერის სურვილს, რის გამოც მან არაერთხელ დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რაზეც ყოველთვის უარი მიიღო. მიუხედავად აზრთა სხვაობისა ბრაუხიჩი „ვიდერშტანდს“ არ შეერთებია.
- 1940 : მიენიჭა გენერალ-ფელდმარშლის სამხედრო წოდება.
- 1941 : დეკემბერი: სსრკ-ზე წარუმატებელი ბლიცკრიგის მიზეზად ჰიტლერმა ბრაუხიჩი დაასახელა და ეს უკანასკნელი „ჰეერის“ მთავარსარდლობიდან გადააყენა. მისი ადგილი თვითონ ჰიტლერმა დაიკავა.
- 1944 : 1944 წლის 20 ივლისის პუტჩი ბრაუხიჩმა სახალხოდ დაგმო, თუმცა სემდგომში ზოგიერთ ბრალდებულს უშუამდგომლა ჰიტლერთან.
- 1945–1946 : იგი მოწმედ იყო ნიურნბერგის პროცესზე
- 1948 : 18 ოქტომბერი — ბრაუხიჩი ქ. ჰამბურგში ბრიტანელთა ტყვეობაში გარდაიცვალა.