ვალტერ პენკი

გერმანელი გეოლოგი და გეომორფოლოგი

ვალტერ პენკი (გერმ. Walther Penck; დ. 30 აგვისტო, 1888, ვენა — გ. 29 სექტემბერი, 1923, შტუტგარტი) — გერმანელი გეოლოგი და გეომორფოლოგი. გერმანიაში გეომორფოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გამოჩენილი მეცნიერის ალბრეხტ პენკის შვილი.

ვალტერ პენკი
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1888(1888-08-30)[1]
დაბ. ადგილი ვენა[2]
გარდ. თარიღი 29 სექტემბერი, 1923(1923-09-29)[2] [1] (35 წლის)
გარდ. ადგილი შტუტგარტი[2]
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
საქმიანობა გეოგრაფი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ჯილდოები კარლ რიტერის მედალი
გავლენა მოახდინეს

ვალტერ პენკი დაიბადა ავსტიის დედაქალაქ ვენაში. განათლება მიიღო ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1914 წლიდან ლაიფციგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1915-1918 სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი. შეისწავლა ევროპის, მცირე აზიის, აპენინების, სიცილიის, ანდებისა და ჰავაის კუნძულების გეომორფოლოგია და გეოლოგია.

განავითარა მოძღვრება, რომლის მიხედვით რელიეფი წარმოიქმნება დედამიწის ქერქის ვერტიკალური მოძრაობებისა და დენუდაციური პროცესების ურთიერთმოქმედების შედეგად. შეიმუშავა რელიეფის კვლევის ახალი მეთოდი, ე.წ. მორფოლოგიური ანალიზი. დაადგინა ურთიერთდამოკიდებულება დედამიწის რელიეფის ზედაპირის ხასიათსა (ეგზოგენური პროცესები) და ტექტონიკურ მოძრაობებს შორის. ვალტერ პენკმა ასევე მოახდინა რელიეფის კლასიფიკაცია.

მისმა თეორიულმა და იდეურმა შეხედულებებმა დიდი გავლენა იქონია გეომორფოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარება-ჩამოყალიბების საქმეში. საყოველთაოდ არის ცნობილი ვალტერ პენკის ნაშრომი „მორფოლოგიური ანალიზი“.

თხზულება რედაქტირება

  • Die morphologische Analise Ein Kapitel der physikalischen Geologie, Stuttg., 1924.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 18.
  • Марков К. К., Основные проблемы геоморфологии. М., 1948;
  • Криволуцкий А. Е., Жизнь земной поверхности, М., 1971.

სქოლიო რედაქტირება