ვაკაპი, აგრეთვე ცნობილი როგორც ატარი-ვაგა სასაზღვრო ცერემონია — ყოველდღიური სამხედრო ტრადიცია, რომელსაც ინდოეთის (სასაზღვრო უსაფრთხოების ძალები, BSF) და პაკისტანის (პაკისტანის რეინჯერები) უსაფრთხოების ძალები ერთობლივად ახორციელებენ 1959 წლიდან. [1] გამოსვლა ხასიათდება ცეკვის მსგავსი დახვეწილი და სწრაფი მანევრებით და ფეხების მაქსიმალურად მაღლა აწევის ტექნიკით. ეს არის ორი ქვეყნის დაპირსპირების, მეტოქეობის, ასევე ერებს შორის ძმობისა და თანამშრომლობის სიმბოლო.

ვაკაპი

მსგავსი აღლუმები ეწყობა მაჰავირ/სადკის საზღვარზე ფაზილკას მახლობლად და ჰუსაინივალას/განდა სინგ ვალას საზღვარზე, ფიროზპურის მახლობლად.

ეს ცერემონია ტარდება ყოველ საღამოს მზის ჩასვლამდე ვაგა-ატარის საზღვარზე, რომელიც, როგორც „Grand Trunk Road“-ის ნაწილი იყო ერთადერთი საგზაო დამაკავშირებელი ამ ორ ქვეყანას შორის 1999 წელს ქაშმირში „Aman Setu“-ს გახსნამდე. ცერემონია იწყება ორივე მხრიდან ჯარისკაცების აღლუმით და სრულდება ორი ერის დროშების შესანიშნავად, კოორდინირებული დაშვებით.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Khaleeli, Homa (1 November 2010). "Goodbye to the ceremony of silly walks between India and Pakistan". The Guardian. Retrieved 14 November 2011
  2. Frank Jacobs. (3 July 2012) Peacocks at Sunset. Opinionator: Borderlines. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 July 2012