ეჰანისებრნი (ლათ. Echenidae), ზღვის თევზების ოჯახი ეჰანისნაირთა რიგისა. აქვთ თითისტარისებრი სხეული, თავზე — მისაწოვარი, რომელიც სახეცვლილ ზურგის პირველ ფარფლს წარმოადგენს. გავრცელებული არიან ყველა თბილ ზღვაში. ცნობილია 10 სახეობა, რომელთაგან ყველაზე საყურადღებოა ჩვეულებრივი ეჰანი (Echenis naucrates), რომლის სხეულის სიგრძე 90 სმ აღწევს. ეჰანი მისაწოვრით მუცელზე ემაგრება ზვიგენს, ზღვის ვეშაპს. გემის ძირს და ამგვარად დიდ მანძილს გადის. გზადაგზა შოულობს საკვებს. ზოგან მოსახლეობა ეჰამის ხორცს საკვებად იყენებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 4, გვ. 260, თბ., 1979