ეშმაკეული აიები — ბრიტანელ-ინდოელი მწერლის, სალმან რუშდის, მეოთხე რომანი, გამოქვეყნდა 1988 წელს. ნაწილობრივ ეფუძნება წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებას. ისევე, როგორც წინა წიგნებში, ამ რომანშიც რუშდი თავისი პერსონაჟების შესაქმნელად მაგიურ რეალიზმს და თანამედროვე მოვლენებს იყენებს. „ეშმაკეული აიები“ მოგვითხრობს ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩებიან.

„ეშმაკეული აიები“

ავტორი სალმან რუშდი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Viking Press
გამოცემის თარიღი სექტემბერი, 1988[1]
წინამორბედი Shame
მომდევნო Haroun and the Sea of Stories

გაერთიანებულ სამეფოში წიგნმა დადებითი გამოხმაურება მიიღო. მოიპოვა ვაითბრედის პრემია და წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზე. მიუხედავად ამისა, მუსლიმებმა რუშდი ღვთისგმობაში და ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. 1989 წლის 14 თებერვალს აიათოლა რუჰოლა ხომეინმა, ირანის იმჟამინდელმა ლიდერმა, მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამას მოჰყვა რუშდის მოკვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პოლიციის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა. აგრეთვე თავს დაესხნენ რუშდისთან ახლოს მყოფ პირებს, მათ შორის მოკლეს მისი მთარგმნელი ჰიტოში იგარაში.

წიგნი აკრძალულია ინდოეთში, როგორც მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ტექსტი.[2][3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Freebase Data DumpsGoogle.
  2. Manoj Mitta (25 January 2012). „Reading 'Satanic Verses' legal“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 24 October 2013.
  3. Suroor, Hasan (3 March 2012). „You can't read this book“. The Hindu. ციტირების თარიღი: 7 August 2013.