ექტორ ბელერინ მორუნო (ესპ. Héctor Bellerín Moruno; დ. 19 მარტი, 1995, ბარსელონა) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველი.

ექტორ ბელერინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ექტორ ბელერინ მორუნო
დაბადების
თარიღი
19 მარტი, 1995 (1995-03-19) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
სიმაღლე 178 სმ.[1]
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 2
ახალგაზრდული კარიერა
2003–2011 ბარსელონა
2011–2013 არსენალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2022 არსენალი 183 (9)
2013–2014   უოტფორდი 8 (0)
2021–2022   ბეტისი 23 (0)
2022– ბარსელონა 3 (0)
ეროვნული ნაკრები
2011 ესპანეთი 16-წლ. 6 (1)
2012 ესპანეთი 17-წლ. 6 (0)
2013–2014 ესპანეთი 19-წლ. 9 (0)
2015–2017 ესპანეთი 21-წლ. 14 (0)
2016– ესპანეთი 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 ოქტომბერი, 2022
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ნოემბერი, 2022

საკლუბო კარიერა რედაქტირება

დაიბადა ბარსელონაში. მისი საფეხბურთო კარიერაც „ბარსელონაში“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2003 წელს. თავდაპირველად, იგი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა. 2011 წელს, ლონდონის „არსენალში“ გადასვლის შემდეგ[2], მან ნელ-ნელა პოზიცია შეიცვალა და მარჯვენ მცველი გახდა. თუმცა, მისი შესანიშნავი სისწრაფის, ტექნიკურობისა და დრიბლინგების ხარჯზე, მაინც ძალიან ხშირად ქმნის მომენტებს მეტოქის კართან. 2016 წლის 21 ნოემბერს ბელერინმა „არსენალთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.[3]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

ექტორ ბელერინი 2011 წლიდან თამაშობდა ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ესპანეთის ძირითად გუნდში ბელერინის დებიუტი 2016 წელს შედგა და იგი ნაკრების განაცხადში იყო ევრო 2016-ზეც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Barclays Premier League Player Profile. Premier League. ციტირების თარიღი: 30 October 2012.
  2. „Arsenal star Hector Bellerin 'didn't know how to defend' at Barcelona“. Mail Online. ციტირების თარიღი: 2016-11-21.
  3. „Bellerin signs new long-term Arsenal deal“. ESPN. ციტირების თარიღი: 2016-11-21.