ეფორე კიმელი (ძვ. ბერძნ. Ἔφορος ὁ Κυμαῖος [Ephoros ho Kymaios]; დ. დაახლ. ძვ. წ. 405 — გ. ძვ. წ. 330) — ბერძენი ისტორიკოსი მცირე აზიის ქ. კიმედან.

ეფორე იყო ცნობილი ორატორის ისოკრატეს მოსწავლე. პლუტარქეს მიხედვით, ეფორესთვის ალექსანდრე მაკედონელს შეუთავაზებია აზიაში ლაშქრობაში გაჰყოლოდა და მისი მემატიანე ყოფილიყო, თუმცა ეფორეს უარი უთქვამს. ეფორე კიმელი ავტორია 30 წიგნად შედგენილი თხზულებისა — „ისტორია“, რომელიც მოიცავს ძველი ბერძნული სამყაროს ისტორიას დორიელთა შემოსევებიდან ძვ. წ. 340 წლამდე, ფილიპე მაკედონელის ხანამდე. თხზულების ფრაგმენტი მოღწეულია გვიანდელ ავტორთა, პირველ რიგში, სტრაბონის ნაშრომში, თუმცა ამ ავტორთა მიერ ეფორეს შრომის უშუალო გამოყენებას საეჭვოდ მიიჩნევენ. სტრაბონთან მოყვანილ ფრაგმენტებში რამდენჯერმე მოიხსენიება ხალიბები და მისი ადგილსაცხოვრისი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jakoby F., Die Fragmente der griechischen Historiker, Berlin–Leiden, 1927, S. 70.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება