ეფიმ ძიგანი (რუს. Ефи́м Льво́вич Дзига́н; დ. 14 დეკემბერი, 1898, მოსკოვი — გ. 31 დეკემბერი, 1981, იქვე) — საბჭოთა და რუსი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პედაგოგი, პუბლიცისტი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1969), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941).

ეფიმ ძიგანი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1898
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 1981 (83 წლის)
მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი
ჯილდოები

ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი სტალინის პრემია

სსრკ სახალხო არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1923 წელს დაამთავრა ბორის ჩაიკოვსკის კინოსკოლა. 1924 წლიდან იყო მსახიობი, ოპერატორის თანაშემწე, რეჟისორის ასისტენტი სსრ კავშირის სხვადასხვა კინოსტუდიებში („ლენფილმი“, „სოვკინო“, „სახკინმრეწვი“, „ბელარუსფილმი“, „მოსფილმი“, „ყაზახფილმი“, „აზერბაიჯანფილმი“ და სხვა). რეჟისორობა „სახკინმრეწვში“ დაიწყო 1928 წელს, სადაც მიხეილ ჭიაურელთან ერთად გადაიღო ფილმი „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“. 1929 წელს, ისევ „სახკინმრეწვში“, უკვე დამოუკიდებლად გადაიღო ფილმი „ომის ღმერთი“.

რეჟისორად მუშაობდა ასევე თეატრში. 1937 წლიდან იყო საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) პედაგოგი. 1943 წლიდან იყო სკკპ წევრი.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება
  • 1928 — „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“ (რეჟ. მიხეილ ჭიაურელთან ერთად)
  • 1929 — „ომის ღმერთი“
  • 1930 — „სასამართლო უნდა გაგრძელდეს“ (რეჟ. ბ. შრეიბერთან ერთად)
  • 1932 — „ქალი“ (რეჟ. ბ. შრეიბერთან ერთად)
  • 1936 — „ჩვენ კრონშტადტიდან ვართ“
  • 1947 — „ფათალი-ხანი“
  • 1952 — „ჯამბული“
  • 1956 — „პროლოგი“
  • 1964 — „ჩაუქრობელი ცეცხლი“
  • 1930 — „ლითონის ნაკადი“
  • 1973 — „ჩრდილოეთში, სამხრეთში, აღმოსავლეთში, დასავლეთში“
 
ეფიმ ძიგანის საფლავი ნოვოდევიჩის სასაფლაოზე

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება