ექვთიმე III
ექვთიმე III ეფთჳიმე, ევფემოს — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV საუკუნის I ნახევარში, მეფე გიორგი V ბრწყინვალეს თანამედროვე.
ექვთიმე გიორგისთან ერთად ენერგიულად შეუდგა მონღოლთა ბატონობის შედეგად დარღვეული სახელმწიფო წესრიგის აღდგენას, მონაწილეობდა საკანონმდებლო დარბაზის მუშაობაში, რომელმაც მთის მოსახლეობისათვის კანონები შეიმუშავა (ექვთიმე მოხსენიებულია „ძეგლისდების“ პრეამბულაში). ეფთვიმე იღვწოდა მთიულეთ-ხევის მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანული რწმენის გასაძლიერებლად.[1] მას მოუვლია საქართველოს საეკლესიო იურისდიქციის ქვეშ მყოფი ანწუხი, წახური და კაკ-ელისენი. ამის შესახებ მოგვითხრობს ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლის ანდერძ-მინაწერი, რომელიც ეკუთვნის მთავარეპისკოპოს კირილე დონაურს:
რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთი ბერძნული ხელნაწერის მინაწერის მიხედვით 1334 წელს ექვთიმემ პალესტინის საბაწმინდის მონასტერს შეწირულება გაუგზავნა. დაახლოებით ამავე ხანებში დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, რისთვისაც მას საუკუნო აღაპი დაუწესეს.[4] ის ასევე მოხსენიებულია სინას მთის მონასტრის სულთა მატიანეში.[1] იოანე ბატონიშვილის ცნობით, ექვთიმე 1335 წელს გარდაიცვალა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 114.
- ↑ ჯანაშვილი მ., საქართველოს ისტორია, ტფ., 1894. — გვ. 205.
- ↑ 3.0 3.1 კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. II, თბ., 1945. — გვ. 314-315.
- ↑ მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962. — გვ. 159-160.