ეფა (ლათ. Echis) — შხამიანი გველების გვარი გველგესლასებრთა ოჯახისა. თავი და სხეული დაფარული აქვთ წიბოვანი ქერცლით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ცნობილია 8 სახეობა, რონელთაგან შუა აზიაში გვხვდება ქვიშის ეფა (Echis carinatus) (გავრცელებულია აღმოსავლეთით არალის ზღვასა და მდინარე სირ-დარიამდე). მურა ან მორუხო ფერისაა. თავზე აქვს ჯვრის მსგავსი თეთრი ხალი. სხეულის სიგრძე 76 სმ აღწევს. ბინადრობს უმთავრესად ქვიშნარზე. აქტიურია ძირითადად ბინდში და ღამით. იკვებება წვრილი ხერხემლიანებითა და ფეხსახსრიანებით. კვერცხცოცხლადმშობია. აქვს ძლიერი შხამი, რომელიც სახიფათოა ადამიანისათვისაც.

ეფა
ქვიშის ეფა (Echis carinatus)
ქვიშის ეფა (Echis carinatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  გველგესლასებრნი
ქვეოჯახი:  გველგესლები
გვარი:  ეფა
ლათინური სახელი
Echis

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეფა&oldid=3989585“-დან