ევფორიე (თანამგზავრი)

(გადამისამართდა გვერდიდან ეუფორიე (თანამგზავრი))

ევფორიე (ძვ. ბერძნ. Εὐπορία), იუპიტერ XXXIV, S/2001 J 10ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.

იუპიტერის თანამგზავრი ევფორიე

აღმოჩენა

რედაქტირება

იგი აღმოაჩინა ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ ს. შეპარდის ხელმძღვანელობით 2001 წელს და მიენიჭა დროებითი აღნიშვნა S/2001 J 10.[1][2] 2003 წლის აგვისტოში სახელი ეწოდა ბერძნული მეთოლოგიის ჰორა ევფორიას, სიუხვის ქალღმერთის პატივსაცემად.[3]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ევფორია დიამეტრის დაახლოებით 2 კილომეტრია და ბრუნავს იუპიტერზე საშუალოდ 19.266 მილიონი კმ მანძილზე 550.69 დღეში, ეკლიპტიკისკენ 145.7° დახრილობით, რეტროგრადული მიმართულებით და ექსცენტრისიტეტით 0.148.[4] მასზე გავლენას ახდენს კოზაის მექანიზმი.[5]

  1. Daniel W. E. Green. (16 May 2002) IAUC 7900: Satellites of Jupiter. International Astronomical Union.
  2. Brian G. Marsden. (15 May 2002) MPEC 2002-J54: Eleven New Satellites of Jupiter. International Astronomical Union Minor Planet Center.
  3. Daniel W. E. Green. (9 August 2002) IAUC 8177: Satellites of Jupiter, Saturn, Uranus. International Astronomical Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 March 2012.
  4. Planetary Satellite Mean Elements. ციტირების თარიღი: 2024-01-19
  5. Brozović, Marina; Jacobson, Robert A. (2017-03-09). „The Orbits of Jupiter's Irregular Satellites“. The Astronomical Journal. 153 (4): 8. Bibcode:2017AJ....153..147B. doi:10.3847/1538-3881/aa5e4d. ISSN 0004-6256.