ესპანური მარკა (ლათ. marca hispanica) — ოლქი, რომელიც მდებარეობდა საფრანგეთსა და არაბების ესპანურ სამფლობელოებს შორის. მოიცავდა კატალონიას, ნავარასა და არაგონის ნაწილს. ოლქი წარმოადგენდა ფრანკთა იმპერიის სამხედრო საზღვარს აღმოსავლეთ პირენეებში.

ესპანური მარკის საგრაფოები

ისტორია რედაქტირება

არაბების მიერ იბერიის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ ეს ტერიტორია იმართებოდა სამხედრო გარნიზონების დახმარებით. 778 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოიჭრა კარლოს დიდი და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დაიპყრო პირენეის მთების მიმდებარე ტერიტორიები. (ამ ომში დაიღუპა კარლოს დიდი ნათესავი როლანდი, რომელსაც XI საუკუნეში მიეძღვნა ცნობილი სიმღერა), მაგრამ 781 წელს ქვეყანა კვლავ არაბების ხელში გადადის. 785 წელს ფრანკებმა აიღეს ხერონა, ხოლო 801 წელს, ტულუზის გრაფის გილიომ ჟელონელის ხელმძღვანელობით დაიპყრეს ბარსელონა. 811 წელს არაბებისათვის ჩამორთმეულ ტერიტორიებს ეწოდათ ესპანური მარკა, რომელიც შედგებოდა საგრაფოებისაგან, რომელთა შორის წამყვან როლს თამაშობდა ბარსელონის საგრაფო.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება