არჩილის მონასტერი
არჩილის მონასტერი, ერწოს სიონი — სამონასტრო კომპლექსი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრის ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე, სიონისგორაზე. კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი; აგრეთვე მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები.
ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719-745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთი კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხით ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო II ეკლესიის, სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.
სამონასტრო კომპლექსს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
გალერეა
რედაქტირება-
ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
-
ძველი ეკლესია (VIII ს.)
-
მეორე ეკლესია
-
კოშკი
-
მარანი
ლიტერატურა
რედაქტირება- თ. დვალი, ბ. ჯორბენაძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 394-395.