გიგო ერქომაიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ერქომაიშვილი, გიგო)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერქომაიშვილი.

გიგო ერქომაიშვილი (დ. 1840, აკეთი — გ. 1947, მაკვანეთი) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

გიგო ერქომაიშვილი
M.Nakashidze Funeral.jpg
გიგო ერქომაიშვილი (მარჯვნივ) მელქისედეკ ნაკაშიძის დაკრძალვაზე, 1934 წ.
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1840
დაბ. ადგილი აკეთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 1947
გარდ. ადგილი მაკვანეთი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფიარედაქტირება

ერქომაიშვილები თავდაპირველად ასკანაში ცხოვრობდნენ. გიორგი ერქომაიშვილი ადრე გარდაიცვალა და დარჩა მისი შვილი თომა მეუღლით და მცირეწლოვანი ივანეთი. ივანეს იშვიათი, „გამყივანი“ ხმა ჰქონდა. ივანე ამღერეს მისი ბატონის, ტელემაკ ასათიანის ქალისა და აკეთელი სოფრომ მგელაძის ქორწილში. მისმა ნამღერმა ასკნანლებს აკეთლებზე გაამარჯვებინა. ქორწილის შემდეგ ტელემაკ ასათიანმა ივანე თავის სიძეს აჩუქა. ივანე აკეთში დაოჯახდა და ეყოლა სამი შვილი, რომელთაგან ორი, ბეგლარი და მიხეილი, სახადით ადრე გარდაიცვალა. ჩქარა მათ ივანე და მისი მეუღლე მიჰყვნენ და დარჩა მხოლოდ გიგო. გიგო ერქომაიშვილი ნათლია სოფრომ მგელაძემ თავის დას ჯაჯიკს მისცა აღსაზრდელად. ჯაჯიკი გათხოვილი იყო მაკვანეთში ნაოსა იორაშვილზე.

20 წლის ასაკში დაუმეგობრდა გიორგი ბაბილოძესა და გიორგი იობიშვილს და შექმნეს ტრიო, რომელიც მომავალში მისი გუნდის ბირთვი გახდა. ერქომაიშვილმა ცოლად შეირთო ბაბილოძის და, ეგვიტი. საცხოვრებელი კარ-მიდამო მათ ნაოსა იორაშვილმა გამოუყო. ეყოლათ ათი შვილი: კალმანე, პახუმა, ლისა, მარიამი, ილიკო, ანეტა, ლიზიკო, არტემი, ანანია და ლადიკო. მათგან უკანასკნელი სამი ასევე ცნობილი მომღერლები გახდნენ. გიგო ერქომაიშვილმა შექმნა გუნდი, რომელშიც გარდა ბაბილოძისა და იობიშვილისაა, ასევე შედიოდნენ ივლიანე კეჭაყმაძე, ერმილე მოლარიშვილი, ნანიკო ბურძგლა ერქომაიშვილის გუნდი სოფლის ეკლესიაში გალობდა 1860-70-იან წლებში. ერქომაიშვილი აგროვებდა და სწავლობდა სხვადასხვა სიმღერებს, განსაკუთრებით ნადურებს, მან გაავრცელა სიმღერა ალი-ფაშა გურიაში.

ერქომაიშვილი სოფელში ავტორიტეტულ ადამიანად ითვლებოდა და მასთან ხშირად მიდიოდნენ აზრის საკითხავად, აირჩიეს სოფლის მამასახლისად. იფარებდა ფირალებს. მის ოჯახში დიდხანს იმალებოდა მელქისედეკ გუნთაიშვილი. გუნთაიშვილი ღამით ოდის სახურავზე იმალებოდა, ღამით კი ჩამოდიოდა და სამზადისში ძმებ ერქომაიშვილებთან ერთად ქეიფობდა და მღეროდა.

1907 წელს გიგო ერქომაიშვილის გუნდმა ფირფიტაზე ჩაწერა 49 გურული სიმღერა და საგალობელი, მათ შორის ნადური, შავი შაშვი ჩიოდა, „გურული ნანა“, „ადგილა“, „ჩვენ მშვიდობა“, „შვიდკაცა“, „აბა, დარუჯან!“, „ცანი ყოვლად ღირსებით, განვიწმინდოთ საცნობლად“, „შობა შენი უხრწნელ არს“, „აღდგომისა დღე არს“, ასევე აჭარული „ვოისა რერა“ და მეგრული „კუჩხი ბედინერის“ უცნობი ვარიანტი. ჩანაწერის გაკეთებიც ინიციატივა ეკუთვნოდა და საჭირო ხარჯები გაიღო ლიხაურელმა მასიკო სალუქვაძემ, რომელსაც თბილისში სამკერვალო ატელიეები ჰქონდა. ჩაწერა განხრციელდა სასტუმრო „ორიენტში“, ფრედ და ვილი გეისბურგების ხმის ჩამწერ სტუდიაში. გუნდმა თბილისში ერთი თვე გაატარა, ისინი ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, გამართეს საქველმოქმედო კონცერტი, შეხვდნენ აკაკი წერეთელს.

1929 წელს 90 წლისამ მონაწილეობა მიიღო ლენინგრადში გამართულ ოლიმპიადაზე. ერთ-ერთ კონცერტს დაესწრო ფრანგი მწერალი რომენ როლანი მაქსიმ გორკისთან ერთად და მოიხიბლა შესრულებით. 1934 წელს მისი გუნდი მონაწილეობდა ამიერკავკასიის პირველ ოლიმპიადაზე. მან შვილთან, არტემთან და შვილიშვილთან, დავითთან ერთად ჩაწერა „ადილა“

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება