Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერისწყალი, დიდი ერისწყალიმდინარე აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართობი 296 კმ2. იწყება ოხაჩქუეს კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა კარსტული წყლებით, გაზაფხულზე იცის ხანმოკლე წყალდიდობა, წელიწადის სხვა დროს — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,0 მ3/წმ. ერისწყლის შენაკადია რთომისწყალი, პატარა ერისწყალი და სხვა.

ერისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიგრძე 75 კმ
აუზის ფართობი 296 კმ²

ლიტერატურარედაქტირება