ერიკ ფუხაევი

(გადამისამართდა გვერდიდან ერიკ პუხაიევი)
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ერიკ გიორგის ძე ფუხაევი (ფუხათი) (ოს. Пухаты Эрик Георгийы фырт; დ. 5 მაისი, 1957, სხლითი, ახლანდ. თიღვის მუნიციპალიტეტი) — რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ მე-15 „პრემიერ-მინისტრი“ 2017 წლის 16 მაისიდან 2020 წლის 29 აგვისტომდე. თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე, სახალხო პროტესტის გამო.[1]

ერიკ ფუხაევი
სამხრეთ ოსეთის მე-15 „პრემიერ-მინისტრი“
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 2017 – 29 აგვისტო, 2020
პრეზიდენტი  ანატოლი ბიბილოვი
წინამორბედიდომენტი კულუმბეგოვი

დაბადებული5 მაისი, 1957 (1957-05-05) (66 წლის)
სხლითი, ზნაურის რაიონი, სამხრეთ ოსეთის აო, საქართველოს სსრ, სსრკ
განათლებასამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი
პროფესიამასწავლებელი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

1977-1982 წლებში სწავლობდა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში. გახდა ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი. 2014-2017 წლებში იყო „სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი“.[2] 2021 წლის 20 იანვარს დაინიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად.[3]

დაქორწინებულია. ჰყავს სამი შვილი.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. „Президент Южной Осетии принял отставку главы правительства“. cominf.org. 2020-08-29. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „Новым премьером Южной Осетии стал Эрик Пухаев“. Osinform.org (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-25. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  3. „Экс-премьер Южной Осетии Эрик Пухаев назначен госсоветником президента“. cominf.org. 2020-01-20. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)