ერიზიმუმი (ლათ. Erysimum) — მცენარის გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი შებუსული ბალახებია. აქვთ მთლიანი ფოთლები და ყვითელი იშვიათად ლილისფერი ან თეთრი ყვავილები. ნაყოფი ჭოტია.

ერიზიმუმი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Erysimum

100-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში და ჩრდილოეთ აფრიკაში. კავკასიასა და შუა აზიაში გვხვდება 70-მდე სახეობა, საქართველოში — 14; იზრდება ველებზე, მშრალ გორაკებსა და ფერდობებზე, კლდეებზე, ზოგი სახეობა (ლათ. Erysimum diffusum) შეიცავს გლიკოზიდ ერიზიმინსა და ერიზიმოზიდს, რომლებსაც იყენებენ გულსისხლძარღვათა დაავადების ფროს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: