ერესუნის საბაჟო (დან. Øresundstolden) — იყო საბაჟო ერესუნის სრუტეში, რომელიც გამოიმუშავებდა დანიის შემოსავლის ორ მესამედს XVI და XVII საუკუნეებში. საბაჟო შექმნა ერიკ პომერანელმა 1429 წელს, და ის არსებობდა კოპენჰაგენის კონვენციამდე, რომელიც გაიმართა 1857 წელს.

ყველა უცხოური გემი რომელიც გადიოდა ერესუნის სრუტეში, არ აქვს მნიშვნელობა დანიისკენ მიმავალი თუ დანიიდან მომავალი, უნდა გაჩერებულიყო და გადაეხადა ბაჟი დანიის სამეფო ოჯახისთვის. თუ გემი არ გაჩერდებოდა, შესაძლებელი იყო ზარბაზნების სროლა ორივე მხრიდან, ჰელსინგერიდან და ჰელსინგბორგიდან და გემის ჩაძირვა. 1567 წელს გადასახადი შეიცვალა ტვირთის ღირებულობის 1-2%-ამდე.

გემების სხვა გზით წასვლის ასარიდებლათ ასევე არსებობდა საბაჟოები დიდ ბელტში და მცირე ბელტში; ზოგიერთ შემთხვევაში არა-დანიურ ხომალდებს აკრძალული ჰქონდათ ერესუნის გარდა სხვა გზით წასვლა.

1658 წელს, დანია იძულებული იყო გადაეცა შვედეთს ერესუნის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია ჩრდილოეთის ომი (1655-1660)-ის შედეგად. ამის გამო საბაჟო ნაკლებათ კონტროლირებადი გახდა, თუმცა დანიამ შეინარჩუნა საბაჟოს წარმოების უფლება.

კოპენჰაგენის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1857 წელს, გააუქმა ყველანაირი საბაჟო და დანიური სრუტეები გამოცხადებული იყო საერთაშორისო წყლებად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alexandersson, Gunnar (1982). International Straits of the World: The Baltic Straits. Martinus Nijhoff Publishers.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება