ეჟენი კლარკი (4 მაისი, 192225 თებერვალი, 2015) — ასევე ცნობილი როგორც ქალი-ზვიგენი, ამერიკელი იქთიოლოგი, ცნობილი ზვიგენების ქცევის შესწავლითა და შეზრდილყბიანების კვლევით. კლარკი სკუბა დაივინგის საკვლევი მიზნებით გამოყენების პიონერია. საზღვაო ბიოლოგიაში კლარკს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ფართოდ იყო ცნობილი. მეცნიერი თავის პოპულარობას საზღვაო კონსერვაციის ხელშეწყობისთვის იყენებდა.

ეჟენი კლარკი
Eugenie Clark.jpg
დაბ. თარიღი 4 მაისი 1922(1922-05-04)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 25 თებერვალი 2015(2015-02-25)[1] [3] (92 წლის)
გარდ. ადგილი სარასოტა
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
სამეცნიერო სფერო იქთიოლოგია[4]
მუშაობის ადგილი მერილენდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და ჰანტერის კოლეჯი
ჯილდოები ფლორიდის ქალთა დიდების დარბაზი, მერილენდელი ქალების დიდების დარბაზი და ფულბრაიტის სტიპენდია

ადრეული წლები და განათლებარედაქტირება

ეჟეი კლარკი ნი-იორკში დაიბადა. მამამისი, ჩარლზ კლარკი ორი წლის ასაკში დაკარგა. დედა იუმიკო მოტომი მოგვიანებით იაპონელ რესტორნის მეპატრონეს, მასატომო ნობუს გაჰყვა ცოლად.[5]

სწავლობდა ლონგ აილენდზე, ვუდსაიდში, შემდეგ კი ქვინსში ბრაიანის უმაღლეს სკოლასი მოეწყო.[6]

კლარკი ადრეული ასაკიდანვე საზღვაო მეცნიერებით იყო დაინტერესებული. სასკოლო მოხსენებების დიდი ნაწილი საზღაო ბიოლოგიის თემებს მოიცავს. ნიუ-იორკის აკვარიუმში პირველი სტუმრობის შემდეგ ოკეანის ცხოველებით აღფრთოვანებული კლარკი ამ ადგილას ყოველ შაბათს ბრუნდებოდა.[7] კლარკის ოკეანოგრაფად ქცევაში დიდი გავლენა იქონია ბუნებისმეტყველ უილიამ ბიიბის ნაშრომმა.[8]

აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობარედაქტირება

1942 წელს კლარკმა ზოოლოგიაში ხელოვნების ბაკალავრის წოდება მიიღო ჰანტერის კოლეჯისაგან. ზაფხულის განმავლობაში ის მიჩიგანის ბიოლოგიის უნივერსიტეტში სწავლობდა და კომპანიაში Celanese ქიმიკოსად მუშაობდა. მაგისტრისა და ფილოსოფიის დოქტორანტის ხარისხი კლარკმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტისგან მიიღო.[9] სწავლის დროს კლარკი კალიფორნიაში ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში, ნიუ-იორკში ბუნების ისტორიის ამერიკის მუზეუმში, მასაჩუსეტსში საზღვაო ბიოლოგიურ ლაბორატორიასა და ბიმინში ლერნერის საზღვაო ლაბორატორიაში მკვლევრად მუშაობდა.

1949 წელს საზღვაო კვლევების ოფისის პროგრამის შესაბამისად კლარკი გუამში, მარშალის კუნძულებზე, პალაუში, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებსა და კაროლინის კუნძულებზე თევზების პოპულაციას შეისწავლიდა. სადოქტორო კვლევის შემდეგ კლარკმა ფულბრაითის გაცვლითი პროგრამით იქთიოლოგიური კვლევების გასაგრძელებლად ეგვიპტეში, წითელი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ჰურგადაში, საზღვაო ბიოლოგიურ სადგურში გადაინაცვლა. სწორედ ეს გამოცდილება აღწერა კლარკმა თავის პირველ წიგნში, Lady with a Spear (1953). ავტორისთვის წიგნი წარმატებული აღმოჩნდა.

1954 წელს ვანდერბილტების ოჯახმა (რომლებიც კლარკის პირველი წიგნის მოყვარულები იყვნენ) მეცნიერი ფლორიდაში მიიწვიეს.[5] წითელი ზღვის თევზების შესახებ მოხსენების წაკითხვის შემდეგ დამსწრეებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივ წყლებში მსგავსი სახეობის ბევრი არსება ბინადრობდა და კვლევების გაგრძელებით დაინტერესდნენ. ვანდერბილტებმა ფლორიდაში კლარკისთვის ლაბორატორია ააგეს, რომელსაც 1955 წელს ჰეიზის კონცხის საზღვაო ლაბორატორია ეწოდა.[10]

ჰეიზის კონცხის საზღვაო ლაბორატორიაში კლარკი ადგილობრივ მეთევზესთან, ბერილ ჩედუიკთან ერთად მუშაობდა, რომელიც ზვიგენების დაჭერაში დახელოვნებული იყო. ლაბორატორიის დაარსებისასჩედუიკი კლარკის ერთადერთი თანაშემწე იყო. ზვიგენების გამოკვლევის პირველი თხოვნა ახალი ინგლისის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის დირექტორისგან, ჯონ ჰელენისგან მიიღეს.[11] სამეცნიერო ჟურნალებში ლაბორატორიის მუშაობის შესახებ ამოქვეყნებული სტატიების შემდეგ ლაბორატორიაში მკვლევართა მრავალი თხოვნა მიიღეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მკვლევრებმა ჰეიზის კონცხს მიაშურეს.[12] ჰეიზის კონცხის ვიზიტორ მკვლევართა შორის იყო სილვია ირლიც, რომელიც დიუკის უნივერსიტეტისთვის წყალმცენარეებზე დისერტაციას წერდა. ირლი კლარკს ჰერბარიუმის შექმნაში დაეხმარა.[5]

ჰეიზის კონცხზე მუშაობისას კლარკმა ზვიგენებსა და სხვა თევზებზე არაერთი ქცევითი, რეპროდუქციული და ანატომიური ექსპერიმენტი ჩაატარა. მეცნიერი ადგილობრივ წყლებში ხშირად ყვინთავდა და სხვადასხვა ორგანიზმს შეისწავლიდა. წყალქვეშ ყვინთვის დროს კლარკი ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მყვინთავის, კონი ლიმბოს მიერ გამოგონებულ მინის ფლაკონს იყენებდა, რომლითაც უცნობი სახეობები სამომავლო სესწავლისთვის ლაბორატორიაში მიჰყავდა.[5]

1960 წელს ჰეიზის კონცხის ლაბორატორია ფლორიდაში გადაიტანეს. 1962 წელს კლარკმა ისრაელის სამხრეთ წითელი ზღვის ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მონაწილეებიც დაჰლაკის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე დაბანაკდნენ. მეცნიერი არა მხოლოდ ზვიგენებს, არამედ ღია ზღვის დიდ თევზებსაც შეისწავლიდა.1966 წელს კლარკმა ჰეიზის კონცხის ლაბორატორია დატოვა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტსი გადაინაცლა. 1968 წელს მერილენდის უნივერსიტეტის ინსტრუქტორი გახდა.

2000 წელს კლარკი ჰეიზის კონცხის ლაბორატორიას დაუბრუნდა, რომელსაც ამჟამად Mote Marine Laboratory ჰქვია. კლარკი უფროსი მეცნიერი იყო. გარდაიცვალა 2015 წლის 25 თებერვალს, სარასოტაში. [13]

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Parenti L. R., Wake M. H. Evolution of the Role of Women in the American Society of Ichthyologists and Herpetologists // Copeia / H. T. GaigeAmerican Society of Ichthyologists and Herpetologists, 2016. — Vol. 104, Iss. 2. — P. 594–601. — ISSN 0045-8511; 1938-5110doi:10.1643/OT-16-427
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Clark, Eugenie (1990). The Lady and the Sharks. Peppertree Press. ISBN 978-1936051526. 
  6. Mcfadden, Robert D. (2015-02-25). „Eugenie Clark, Scholar of the Life Aquatic, Dies at 92“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
  7. Eugenie Clark, MSA SC 3520-13574. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
  8. Balon, Eugene K. (1994). "An Interview with Eugenie Clark". Environmental Biology of Fishes 41 (1–4): 121. . http://msa.maryland.gov/megafile/msa/speccol/sc3500/sc3520/013500/013574/pdf/balon.pdf.
  9. Rutger, Hayley (5 March 2016). „Remembering Mote's "Shark Lady": The Life and Legacy of Dr. Eugenie Clark“. Mote Marine Research Laboratory and Aquarium. ციტირების თარიღი: 15 February 2016.
  10. Eugenie Clark dies at 92; Respected scientist swam with sharks. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
  11. Eugenie Clark, MSA SC 3520-13574. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
  12. Clark, Eugenie. Current research at the Cape Haze Marine Laboratory and reports for 1955-1961. ციტირების თარიღი: 2016-01-11
  13. "Shark Lady" of Mote Passes Away after Nearly 75 Years of Marine Research | News & Press. ციტირების თარიღი: 2016-01-08.