ენგურს გაღმა ჩვენი სამშობლოა

ენგურს გაღმა ჩვენი სამშობლოა — ახალგაზრდულ-პატრიოტული საზოგადოებრივი ორგნაზიაცია. დაარსდა ქალაქ ზუგდიდში, 2011 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მატრიცული ტიპისაა და შედგება რამდენიმე ლიდერისგან. მისი წევრები არიან: დემეტრე ქარდავა, დემეტრე ხარებავა, ელიზაბეტა აბრალავა, ირაკლი თორდია, ირაკლი გრიგოლაია, თემურ სურგულაძე, აკო ქორქია, ლევან დადიანი, მედეა ჟვანია.

ორგანიზაციის წევრების მსვლელობა ენგურის ხიდთან (2011)
ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დიტო ქარდავა

ორგანიზაციის მანიფესტის თანახმად, მათი მთავარი მიზანია მშვიდობიანი ბრძოლა აფხაზეთის დაბრუნებისათვის: „ჩვენი მიზანია, მოვუფრთხილდეთ საქართველოს! არა მარტო გვახსოვდეს აფხაზეთი, არამედ ვიბრძოლოთ იმ დღისთვის, როდესაც აქ, ამ ისტორიულ მიწაზე კვლავაც შედგება თანაცხოვრება აფხაზებსა და ქართველებს შორის, რადგან ამას ისტორიული ტრადიციები და სიყვარული უდევს საფუძვლად“.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება