ემზარ გოგუაძე (დ. 12 იანვარი, 1963, სოფ. სუფსა, ლანჩხუთის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.

ემზარ გოგუაძე
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1963 (1963-01-12) (61 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. სუფსა, ლანჩხუთის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1985-1990 წლებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1988 წლიდან საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის გამგეობის წევრი, 1990 წლიდან ამავე პარტიის გამგეობის სპიკერი. 1989-1996 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ეროვნულ-ქრისტიანული პარტია, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი (1990-1991). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2001-2002 წლებში იყო საერთაშორისო ინფორმაციის, სამართლისა და კულტურულ ურთიერთობათა უნივერსიტეტის პრორექტორი. 2002-2004 წლებში იყო თბილისის კავკასიური უნივერსიტეტის დირექტორი. 2004-2006 წლებში იყო თბილისის პოლიტიკური აკადემიის პრორექტორი იყო; 2008-2013 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება