ელფი ფონ დასანოვსკი

ელფრიდა „ელფი“ ფონ დასანოვსკი (ინგლ. Elfi von Dassanowsky; დ. 2 თებერვალი, 1924, ვენა, ავსტრია — გ. 2 ოქტომბერი, 2007, ლოს-ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ავსტრიელი წარმოშობის მომღერალი, პიანისტი და კინოპროდიუსერი.

ელფი ფონ დასანოვსკი
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1924
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 2 ოქტომბერი, 2007 (83 წლის)
ლოს-ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება ავსტრიელი
საქმიანობა მომღერალი, პიანისტი, კინოპროდიუსერი
აქტიური 1942–2007

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ელფი ფონ დასანოვსკი (ასევე ცნობილი როგორც ელფი დასანოვსკი ან ელფრიდა დასანოვსკი) დაიბადა ვენაში, ავსტრია. მისი მამა ფრანც ლეოპოლდ ფონ დასანოვსკი ავსტრიის ვაჭრობის სამინისტროს საჯარო მოხელე იყო, ხოლო დედა ანა გრუნვალდი გახლდათ. ელფრიდას მამა იცნობდა მწერალ ჰერმან ბროხს და იყო მისი რომანის, „მძინარეების“ ერთ-ერთი პერსონაჟის შთაგონების წყარო.

ელფრიდა 5 წლიდან სწავლობდა ვენის ღვთისმშობლის სახელობის ინსტიტუტში და 15 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩაირიცხა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში. ის იყო პიანისტის, ემილ ფონ ზაუერის პროტეჟე. სტუდენტობისას, კინორეჟისორმა კარლ ჰარტლმა აირჩია ელფრიდა მოცარტის ბიოგრაფიულ ფილმში და უილი ფორსტის მიუზიკლში პიანისტად. მაგრამ დასანოვსკიმ სწავლაზე უარი თქვა და კარიერა ადრეულად დაასრულა გახანგრძლივებული შრომითი სამსახურის გამო, როდესაც მან უარი თქვა ნაცისტურ ორგანიზაციებში წევრობაზე. 1944 წლის ბოლოს ბერლინის ერთ-ერთმა სტუდიამ, UFA მას ფილმში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც მან ასევე უარი თქვა.

კარიერა რედაქტირება

 
ბელვედერის კინოსტუდიის დაფა, ვენა

1946 წელს ელფრიდამ შეასრულა თავისი სადებიუტო როლი ოპერის როლი მოცარტისფიგაროს ქორწინებაში“,

22 წლის ასაკში მან დააარსა კინოსტუდია - Belvedere Film, რომელიც იყო პირველი სტუდია ომისშემდგომ ვენაში. სტუდიამ გამოუშვა მრავალი გერმანულენოვანი ფილმი, რომელთაც დიდი პოპულარობა ხვდა წილად. ასეთია: Die Glücksmühle (ბედნიერების წისქვილი, 1946), Dr. Rosin (1949) და Märchen vom Glück (მაკოცე, კაზანოვა 1949). დასანოვსკი პარალელურად თამაშობდა ოპერებში, ოპერეტებში, თეატრალურ დრამებში და კომედიებში, ეხმარებოდა თეატრალურ ჯგუფებს, იყო BBC-ის გამომცემელი და სხვა.

ამ პერიოდის განმავლობაში, დასანოვსკი ასევე იყო ექსკლუზიური მოდელი ცნობილი ავსტრიელი მხატვრის, ფრანც ქსავერ ვოლფის (1896 - 1990), რომლის ნამუშევრები ელფრიდას გამოსახულებით ახლა ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. 1950-იან წლებში ელფრიდა გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის დაქორწინდა და შეეძინა ვაჟი და ქალიშვილი.

დასანოვსკი ასევე დაინტერესებული იყო დიზაინით და შექმნა კიდეც ქალის ტყავის ქურთუკი, რომელიც ახლა ინახება ვენის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში (მუზეუმი für angewandte Kunst Wien).

იგი განქორწინდა 1970-იანი წლების ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ის მეორედ არასოდეს დაქორწინებულა, მას ჰქონდა სასიყვარულო კავშირი მწერალ და მსახიობ, პრინც ჰაინრიხ სტარჰემბერგსთან (19341997) 1990-იანი წლების შუა ხანებში მის გარდაცვალებამდე.

1960-იან წლებში ჰოლივუდში მან უარი თქვა გამხდარიყო ევრო-ვარსკვლავი და ამჯობინა დარჩენა კამერის მიღმა. ამ დრო ის იყო რეჟისორი/პროდიუსერის ოტო პრემინგერის ვოკალის მასწავლებელი. 1962 წელს იგი გახდა შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქე.

1999 წელს, მან შვილთან, რობერტთან ერთად, ხელახლა დააარსა Belvedere Film, როგორც ლოს-ანჯელეს/ვენაში დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანია.

დასანოვსკი ერთადერთი ავსტრიელი ქალია, რომელმაც მიიღო ქალთა საერთაშორისო ცენტრის პრესტიჟული Living Legacy ჯილდო და დაჯილდოვდა იუნესკოს მოცარტის მედლით. მას ასევე მიღებული აქვს ჯილდო ავსტრიის რესპუბლიკისგან მისი მოღვაწეობისთვის, საფრანგეთის ხელოვნების ორდენი, ავსტრიის კინოარქივის მედალი და სხვა.[1]

ფონდი და სიკვდილის შემდგომი აღიარება რედაქტირება

2007 წლის ნოემბერში დაარსდა ელფი ფონ დასანოვსკის ფონდი. ამ პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა 2009 წლის იანვრის ბოლოს, როდესაც ელფი ფონ დასანოვსკის ფონდმა წამოიწყო საქველმოქმედო შემოწირულებების პროგრამა.

ელფი ფონ დასანოვსკის ვარდი (ჩაის ვარდი - ფლორიბუნდა ჰიბრიდი), ასევე ცნობილი როგორც „ელფი“ შექმნა კანადელმა ბრედ ჯალბერტმა 2009 წელს.

ასევე დასანოვსკის სახელი დაერქვა მცირე პლანეტა/ასტეროიდს, 4495 Dassanowsky, რომელიც აღმოაჩინეს 1988 წელს იაპონელმა ასტრონომებმა. [2][3]

ელფრიდა დასახელდა ავსტრიელი კინოპროდიუსერების ასოციაციის (AAFP) საპატიო წევრად 2018 წლის სექტემბერში სიკვდილის შემდეგ.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Reply to a parliamentary question about the Decoration of Honour German. ციტირების თარიღი: 30 November 2012
  2. International Astronomical Union Minor Planet Circular, November 6, 2014, pg. 90845
  3. JPL Small-Body Database Browser
  4. filmproducers, AAFP-association of austrian. AAFP - association of austrian filmproducers de. ციტირების თარიღი: 2022-04-22