ელსი ვაიკიკი

თურქული ტექსტილისა და ტანსაცმლის ბრენდი

ელსი ვაიკიკი ან LC Waikiki — თურქული საცალო ვაჭრობის კომპანია მთელი ოჯახისთვის. კომპანიის გაყიდვების ქსელი 38 ქვეყანაში 832 მაღაზიისგან შედგება. კომპანიის სახელი მომდინარეობს ჰავაის სანაპირო ვაიკიკიდან და ფრანგული ასოებიდან Les copains (ქართ. მეგობრები).

LC Waikiki
ტიპი საცალო კომპანია
დარგი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება და ვაჭრობა
დაფუძნდა 1985; 39 წლის წინ (1985), საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
დამაარსებელი ჟორჟ ამუიალი
სათავო ოფისი სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი
მმართველი
ვაჰაფ ქიუჩიუქი
პროდუქცია ტანსაცმელი და აქსესუარები
შემოსავალი 2 მლრდ. აშშ დოლარი
მფლობელი LC Waikiki Mağazacılık
თანამშრომელი 22 000+
ფილიალი XSIDE
სერვისის ენა ქართული
(საქართველოში)
საიტი www.lcwaikiki.com

ისტორია რედაქტირება

კომპანია LC Waikiki დაფუძნდა 1985 წელს საფრანგეთში, მოდელიერ ჟორჟ ამუიალის მიერ. მალევე, ის და მისი პარტნიორი დაიწყეს თანამშრომლობა თურქულ სამკერვალო კომპანია Taha Tekstil-თან, რომელიც შემდეგ გარდაიქმნა Taha Grup-ად და 1997 წელს იყიდა ელსი ვაიკიკის ბრენდი. იმავე წელს, თურქეთში ბრენდის 21 მაღაზია ამუშავდა, ხოლო ბრენდის მაღაზიები ყოველწლიურად იზრდებოდა, ასე, თურქეთის 71 პროვინციაში ვაიკიკის 380 მაღაზია ფუნქციონირებს.[1]

ვაიკიკის პირველი საზღვარგარეთის მაღაზია 2009 წელს რუმინეთში გაიხსნა. ამის შემდეგ, კომპანია გავიდა აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, ეგვიპტის, ერაყის, ირანის, ყაზახეთის, კოსოვოს, მაკედონიის, მაროკოს, მოლდოვეთის, პოლონეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, სირიის, უკრაინისა და ყირგიზეთის ბაზრებზე. მოგვიანებით, ვაიკიკი სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებზეც გავიდა.[2] ყაზახეთში, კომპანიის პირველი მაღაზია 2010 წელს, ნურ-სულთანში გაიხსნა, მოგვიანებით, ქვეყნის მასშტაბით ბრენდის კიდევ 34 მაღაზია გაიხსნა.

2011 წელს, ვაიკიკი თურქეთის ლიდერი კომპანია გახდა საცალო მზა ტანსაცმლის ვაჭრობის მიხედვით. 2023 წლისთვის, LC Waikiki გეგმავს გახდეს ევროპის სამი კომპანიიდან ერთ-ერთი, ტანსაცმლით საცალო ვაჭრობის მიხედვით.[3]

წარმოდგენილია რედაქტირება

მესაკუთრეები რედაქტირება

  • ქიუჩიუქების ოჯახი — 49,91%
  • დიზდარების ოჯახი — 36,11%
  • ქისაჯიქების ოჯახი — 7,18%
  • ამუიალების ოჯახი — 6,71%
  • Taha Holding AŞ. — 0,04%
  • იალჩინ ჩაღლარი — 0,04%
  • მუზაფერ მუსტაფა იშჩანი — 0,01%

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება