ელი დიუკომენი ( 19 თებერვალი 1833, ჟენევა - 7 დეკემბერი 1906, ბერნი) იყო შვეიცარიელი მშვიდობის აქტივისტი. ის იყო ნობელის ლაურეატი, დაჯილდოვდა 1902 წელს და ნობელის პრემია გაინაწილა შარლ ალბერ გობასთან. დაიბადა ჟენევაში. მუშაობდა ენის მასწავლებლად, ჟურნალისტად და მთარგმნელად შვეიცარიის ფედერალური საბჭოსთვის (1869-1873)

ბიოგრაფიარედაქტირება

1833 წელს დაიბადა ჟენევაში,შვეიცარიაში, მესაათის ოჯახში. ადრეულ ბავშვობაშივე გამოავლინა ნიჭი და გონიერება. 17 წლის ასაკში დაასრულა სწავლა ჟენევაში და შეუდგა კერძო მასწავლებლის საქმიანობას საქსონიის პატივსაცემ ოჯახში, სადაც სამი წელი დაჰყო და ჩამოყალიბდა გერმანული ენის ექსპერტად. ჟენევაში დაბრუნების შემდეგ, ის ასწავლიდა საჯარო სკოლაში ორი წლის მანძილზე, ხოლო შემდეგ 1855 წელს 22 წლის ასაკში დაიწყო ჟურნალისტის კარიერა რედაქტორად პოლიტიკურ ჟურნალში Revue de Genève. ერთი მხრივ, ის სიცოცხლის ბოლომდე დაკავშირებული იყო ჟურნალისტიკასთან. 1865 წელს ის გადავიდა ბერნში.

ელი დიუკომენი გარდაიცვალა 73 წლის ასაკში, გულისა და ფილტვების დაავადებით.

მოღვაწეობარედაქტირება

ბერნში დიუკომენმა დააფუძნა რადიკალური ჟურნალი Der Fortschritt (პროგრესი), რომელიც ფრანგულადაც ქვეყნდებოდა Progrès -ის სათაურით. 1867 წელს დააფუძნა Ligue de la paix et de la liberté (მშვიდობის და თავისუფლების ლიგა), სადაც განაგრძო მუშაობა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის მდივნად Jura-Simplon Steel Company-თვის 1873-1891 წლებში. [1] ამავე წელს ის შეარჩიეს ახლად ჩამოყალიბებული საერთაშორისო მშვიდობის ოფისის დირექტორად (Bureau international de la paix)[2], პირველი არასამთავრობო მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა ბერნში. მან უარი თქვა ხელფასზე ამ პოზიციისთვის.1871-1872 მან გამოსცა Helvétie. 1868 წლის დასაწყისში ის გამოსცემდა ახალი ამბების ფურცლებს სახელწოდებით Les États-Unis d’Europe, რომელიც იბეჭდებოდა მშვიდობის და თავისუფლების საერთაშორისო ლიგის საშუალებით (Ligue internationale de la paix et de la liberté).

დიუკომენი ნამდვილი ,,ლიტერატურული" ადამიანი იყო. ის ძირითადად ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა მაინც პოულობდა დროს პოეტური ნაწარმოებების გამოსაქვეყნებლად და ოფიციალური თარჯიმნობისთვის ეროვნული საბჭოსთვის. ავგუსტ შოუ, ნორვეგიული ნობელის ინსტიტუტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დიუკომენის ნაშრომები ხშირად ხასიათდება აზრების მკვეთრი პირდაპირობით.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

დიუკომენი გარკვეულწილად პოლიტიკურ ფიგურასაც წარმოადგენდა. ის მთავარი საბჭოს წევრი იყო ბერნში, ათი წლის განმავლობაში, ხოლო ჟენევაში 9 წლის მანძილზე. 1857 წელს გახდა ჟენევის ოლქის ვიცე-კონსული, ხოლო 1862 წელს კონსული.

დიუკომენი მთელ თავისუფალ დროს მშვიდობისთვის მოღვაწეობას უთმობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 1890 წლის შემდეგ, როდესაც ის დასთანხმდა ორგანიზება გაეწია და წარემართა მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საქმიანობა. 1891 წლის შემდეგ, როგორც მშვიდობის ბიუროს მუდმივი ხელმძღვანელი ამზადებს და გამოსცემს უამრავ პამფლეტს, მოხსენებას, ახალ ამბებს მშვიდობის საზოგადოების და მშვიდობის საერთაშორისო კონგრესის შესახებ.

მისმა ორგანიზაციულმა უნარებმა მკვეთრად გაზარდა ჯგუფის წარმატება. მას მიენიჭა ნობელის პრემია 1902 წელს და მსახურობდა ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე, 1906 წლამდე.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • Ducommun, Élie. Much of Élie Ducommun’s correspondence is deposited in archives of the International Peace Bureau in Geneva, Switzerland.
  • Ducommun, Élie, Derniers sourires: Poésies précédées d’une notice biographique. Bern, 1908.
  • Ducommun, Élie, «The Permanent International Bureau of Peace», The Independent, 55 (March 19, 1903) 660-661.
  • Ducommun, Élie, Précis historique du mouvement en faveur de la paix. Bern, 1899.

გარე ბმულებირედაქტირება


https://www.nobelprize.org/prizes/peace/1902/ducommun/facts/

https://www.nobelprize.org/prizes/peace/1902/ducommun/lecture/

https://www.nobelprize.org/prizes/peace/1902/ducommun/biographical/

https://www.britannica.com/biography/Elie-Ducommun