ელისის მთა (ალასკა)

ელისის მთა (ინგლ. Mount Alice) — 1621 სიმაღლის მწვერვალი ალასკაში, აშშ-ში.

ელისის მთა
Mount Alice
ელისის მთის სამხრეთ-დასავლეთი ხედი
ელისის მთის სამხრეთ-დასავლეთი ხედი
კოორდინატები: 60°08′07″ ჩ. გ. 149°16′40″ დ. გ. / 60.13528° ჩ. გ. 149.27778° დ. გ. / 60.13528; -149.27778
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ალასკა
სიმაღლე 1 621[1] 
შეფარდებითი სიმაღლე 380[2] 
იზოლაცია 3,40 კმ
ქედი კენაის მთები[1]
პირველი ასვლა 1963[3]
უმარტივესი მარშრუტი ალპინიზმი, სამხრეთ-დასავლეთ მხარე
ელისის მთა (ალასკა) — ჩრდილოეთი ამერიკა
ელისის მთა (ალასკა)

მდებარეობს კენაის მთებში, სეუარდის აღმოსავლეთით 10 კმ-ში, ჩუგაჩის ეროვნულ ტყეში. მწვერვალი ყველაზე გამოკვეთილად აღმოსავლეთიდან, აღდგომის ყურის სანაპიროდან ჩანს.

მთის ტოპონიმი ოფიციალურად შემოიღო BGN-მა, 1983 წელს. სახელწოდება ელის ლოუელ შეფლერის (1879–1965) საპატივსაცემოდ დაერქვა, რომლის ოჯახიც სეუარდის მკვიდრი იყო.[4][5][6]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, ელისის მთა ტუნდრის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. შესაბამისად, მისი კლიმატი გრძელი, ცივი და თოვლიანი ზამთრითა და გრილი ზაფხულით ხასიათდება. მთის ჰავაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ალასკის ყურიდან მომავალი ტენიანობა, რომელიც კენაის მთებს ლახავს და ელისის მთაზე დიდი რაოდენობით ნალექს წარმოქმნის, წვიმისა და თოვლის სახით. ზამთარში ტემპერატურა -17 °C-მდე ეცემა.[7]

  1. 1.0 1.1 Alice, Mount - 5,318' AK. ციტირების თარიღი: 2024-01-01
  2. "Mount Alice, Alaska" Peakbagger.com. Retrieved 2019-06-02.
  3. Mount Alice, Peakware.com[მკვდარი ბმული]
  4. Mount Alice. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური. ციტირების თარიღი: 2019-06-02.
  5. Franklin G. Lowell, National Park Service
  6. Elizabeth Earl, Assembly backs request to name two Seward mountains, June 10, 2018, peninsulaclarion.com.
  7. Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen−Geiger climate classification“. Hydrol. Earth Syst. Sci. 11. ISSN 1027-5606.