ელიზაბეთ ენსკომი
გერტრუდა ელიზაბეთ მარგარეტ ენსკომი (ინგლ. Gertrude Elizabeth Margaret (G. E. M.) Anscombe; დ. 18 მარტი 1919, ლიმერიკი, ირლანდია — გ. 5 იანვარი, 2001, კემბრიჯი) — ბრიტანელი ანალიტიკოსი-ფილოსოფოსი. ეთიკური ნეოარისტოტელიანელობის ინიციატორი, შემოიტანა ტერმინი „კონსეკვენციალიზმი“ ეთიკაში, ანალიზურ ფილოსოფიაში კი — ინტენციის თემა. ფილოსოფიის პროფესორი კემბრიჯში, ბრიტანეთის აკადემიის წევრი (1967), ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1979). განთქმული შრომის „თანამედროვე მორალური ფილოსოფია“ (Modern Moral Philosophy, 1958) ავტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა კოლეჯი სანქტ-ჰიუ ოქსფორდში 1941 წელს, სწავლა გააგრძელა კემბრიჯის ნიუნხემ-კოლეჯში. ლუდვიგ ვიტგენშტაინის მოწაფე და მიმდევარი. ვიტგენშტაინის გარდაცვალების შემდეგ თარგმნიდა და გამოსცემდა მის შრომებს, რომელთა შორისაც არის ნაშრომი „ფილოსოფიური გამოკვლევები“. 1970-1986 წლებში — კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი. ახალგაზრდობაში მიიღო კათოლიკობა. მისი მეუღლე იყო ფილოსოფოსი და ლოგიკოსი პიტერ გიჩი, მათ ოჯახში ჰყავდათ სამი ვაჟიშვილი და ოთხი ქალიშვილი. შრომებმა ცნობიერების ფილოსოფიაში, მოქმედების ფილოსოფიაში, ენის ფილოსოფიაში, ეთიკასა და ფილოსოფიურ ლოგიკაში ელიზაბეთ ენსკომს მსოფლიო სახელი მოუხვეჭეს.
რჩეული პუბლიკაციები
რედაქტირება- Intention (1957)
- An Introduction to Wittgenstein’s Tractatus (1959)
- Three Philosophers (1961), with P. T. Geach, on Aristotle, Aquinas and Frege
- Causality and Determination (1971)
- Times, Beginnings and Causes (1975)
- The Collected Philosophical Papers of G. E. M. Anscombe (3 vols., 1981):
- From Parmenides to Wittgenstein
- Metaphysics and the Philosophy of Mind
- Ethics, Religion and Politics
- Human Life, Action and Ethics: Essays (2005)
- La filosofia analitica y la espiritualidad del hombre (2005), [Includes some papers not yet published in English]
- Faith in a Hard Ground. Essays on Religion, Philosophy and Ethics (2008)