ელზა კრაულინა (ლატვ. Elza Krauliņa; დ. 4 აგვისტო, 1920, სლოკი, ლატვია — გ. 7 იანვარი, 2002, რიგა) — ლატვიელი ფიზიკოსი.

ელზა კრაულინა
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1920(1920-08-04)
გარდ. თარიღი 7 იანვარი, 2002(2002-01-07) (81 წლის)
მოქალაქეობა  ლატვია
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ლატვიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლატვიის უნივერსიტეტი

ლიტერატურა რედაქტირება

ელზა კარლის ასული კრაულინა დაიბადა 1920 წლის 4 აგვისტოს, ქალაქ სლოკში (ლატვია). კრაულინამ საშუალო სასწავლებელი დაამთავრა 1939 წელს. შემდგომ მან სწავლა განაგრძო რიგის უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო-მათემატიკური ფაკულტეტის ფიზიკის განყოფილებაზე, თუმცა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო სტუდენტმა კრაულინამ სწავლა შეწყვიტა. 1942 წელს იგი მივლინებულ იქნა რიგის კალინინის რაიონის ალკკ საოლქო კომიტეტის სინსტუქტორად სამხედრო საქმეში. 1944 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ქალაქ დაუგავპილსის განთავისუფლების შემდეგ იგი დანიშნეს გაზეთ „პადომიუ იაუნატნეს“ პესუხიემგებელ მდივნად. 1945 წელს მან თავი აღიდგინა რიგის უნივერსიტეტში და შეთავსებით მუშაობა განაგრძო „ცინიას“ კორესპონდენციის განყოფილების გამგედ. 1949 წლიდან ელზამ სრულიად ფიზიკის შესწავლა დაიწყო და შევიდა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სამშობლოში. სამშობლოში იგი დანიშნეს რიგის უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური ფიზიკის კათედრის ჯერ ასისტენტად, ხოლო შემდგომ უფროს მასწავლებლდად და დოცენტად. 1954 წელს კრაულინამ ლენინგრადის უნივერსიტეტში დაიცვა ფიზიკა-მათემტიკის მეცნიერებათა ხარისხი შემდეგ თემაზე: „მეორე რიგის დარტყმათა როლი ვერცხლისწყლისა და ნატრიუმის ორთქლების ნარევის ფლუორესენციის დროს“. 1956-1959 წლებში კრაულინა მუშაობდა რიგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად, ხოლო 1958-1959 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტალური ფიზიკის კათედრას. 1967-1979 წლებში კრაულინა ხელმძღვანელობდა სპექტროსკოპიის პრობლემურ ლაბორატორიას.

მოღვაწეობა რედაქტირება

ელზა კრაულინას მეცნიერული მოღვაწეობა უმთავრესად ერთი დიდი პრობლემის ირგვლივ არის თავმოყრილი: როცა სხვადასხვა ლითონის ორთქლების ნარევში ატომების ერთ ტიპს ოპტიკური გზით მიენიჭება დამატებითი ენერგია და მეორე გვარის დაჯახებისას ეს ატომები მიღებულ ენერგიას გადასხემენ სხვა ტიპის ლითონის ორთქლის ატომებს. იმ პერიოდში, როდესაც კრაულინა ამ საკითხის შესწავლას შეუდგა (აღსანიშნავია ფრიშის ხელმძღვანელობით) მაშინ ეს პრობლემა მხოლოდნაწილობრივ იყო შესწავლილი.

კრაულინას კვლევითი მუშაობის თავისებურება გამოიხატა ატომების ურთიერთქმედების პროცესების კოლპლექსურ შესწავლაში. ლაბორატორიაში კრაულინამ სხვადასხვა მეთოდიკა მიიღო: სპექტრული სხივის კონტურების შესწავლა, თეორიული პრობლემების დამუშავება, პოლარიზებული გაზომვები.

1971 წელს კრაულინამ ლენინგრადის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „აღგზნების ენერგიის გადაცემა ლითონების ორთქლების ნარევის სენსიბილიზებული ფლუორესცენციის დროს“.

1975 წელს თბილისში ატომური ფიზიკისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა რომლის მუშაობაში ელზა მონაწილეობა მიიღო ელზა კრაულინამაც.

ელზა კრაულინა არის პირველი ქალი ფიზიკოსი ბალტიისპირეთში, რომელმაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. 1973 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება, ხოლო ორი წლის შემდგომ — მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა.

კრაულინამ შეძლო სპექტროსკოპიის პრობლემური ლაბორატორიის ბაზაზე ფართო მეცნიერული თანამშრომლობა დაეწყო სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებთამ როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის საზღვარგარეთაც. ელზა კრაულინა ლენინის ორდენისა და მრავალი მედლისა და სიგელის მფლობელია. იგი ცნობილია, როგორც მეცნიერების დაუღალავი პროპაგანდისტი: გამოდიოდა მოხსენებებითსა და ლექციებით, რადიოთი, ტელევიზიით, ქარხანებსა და კოლმეურნეობებში.

ელზა კრაულინა გარდაიცვალა 2002 წლის 7 იანვარს, 82 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 146-149, თბ., 1988.