ელსა ოლავა ქრისტინა ეშელსონი (შვედ. Elsa Olava Kristina Eschelsson, დ.11 ნოემბერი, 1861[1] — გ.10 მარტი, 1911) — შვედი იურისტი. პირველი შვედი, რომელმაც სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.

ელზა ეშელსონი
მშობლიური სახელი შვედ. Elsa Olava Kristina Eschelsson
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1861
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1911 (49 წლის)
უპსალა, შვედეთი
საქმიანობა მწერალი, სამართალმცოდნე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელზა ოლავა კრისტინა ეშელსონი დაიბადა 1961 წლის 11 ნოემბერს ნორჩეპინგში. მისი მშობლები იყვნენ ვაჭარი, რძის გადამამუშავებელ ქარხნის მფლობელი და პრუსიის კონსული ნორჩეპინგში ულოფ ეშელსონი და კაროლინა ლოვისა ულრიკა ფრესტადიუსი, რომელიც ქმარს ბიძაშვილად ეკუთვნოდა და ცნობილი სტოკჰოლმელი მრეწველის ფრესტადიუსის შვილი იყო. ოჯახში ელზასთან ერთად სამი და იზრდებოდა.

ცოლის სიკვდილის შემდეგ ანდრეს ეშელსონი შვილებთან ერთად სტოკჰოლმში გადავიდა საცხოვრებლად. იგი გარდაიცვალა, როცა ელზა 14 წლის იყო, ამიტომაც ის დასთან, ანასთან გადავიდა. დებს შორის უფროსი, იდა, ქორწინებაში იყო უპსალის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორ იუჰან ვილჰელმ ჰაგსტრიომთან. სკოლის დამთავრებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ელზა ამავე უნივერსიტეტში ჩაირიცხა 1882 წელს. უნივერსიტეტებში ქალებისთვის სამართალმცოდნეობის მიმართულებით განათლების მიღება 1870 წლიდან იყო შესაძლებელი.

1885 წელს ელზა ისტორიის ბაკალავრი გახდა რის შემდეგაც გაემგზავრა ევროპასა და შუა აღმოსავლეთში სამოგზაუროდ და იმავე წლის შემოდგომაზე დაბრუნდა შვედეთში. იგი იურისპრუდენციით დაინტერესდა და 1892 წელს იურისტი გახდა. დოქტორის ხარისხის მისაღებად იმ დროს საჭირო იყო სასამართლოში პრაქტიკის გავლა, ამიტომაც ელზა 1892-1893 წლებში იყო უპსალის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ასისტენტი. 1897 წელს ის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ჩააბარა სამართლის გამოცდა და დაიცვა დისერტაცია Om begreppet gåfva entigt svensk rätt. ამით კი იგი გახდა პირველი სამართლის დოქტორი შვედეთში. იმავე დღეს ის სამოქალაქო სამართლის პედაგოგად დანიშნეს.

1897-1899 წლებში ელზა უპსალის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს საპროცესო სამართალში; ხოლო 1904 წლიდან უძღვებოდა სამოქალაქო სამართლის შესავალ კურსს და სტუდენტებს გამოცდასაც უტარებდა.

ელზა არ ავლენდა განსაკუთრებულ ინტერესს ქალთა თანასწორობის საკითხისადმი, რადგანაც ის თვლიდა, რომ ამის მიღწევა საჭირო იყო შრომის შედეგად და არა პოლიტიკური ბრძოლით. იგი აირჩიეს შვედეთის ქალთა საარჩევნო უფლების ასოციაციის გამგეობაში, თუმცა მანდ უარი განაცხადა. თავიდან ის 1892 წელს დაარსებულ „Uppsala Kvinnliga Studentföreningen-საც“ კი არ შეუერთდა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა წევრი. მან მხარი დაუჭირა წინადადებას საჯარო სკოლებში მასწავლებლების თანაბარი ანაზღაურების საკითხს.

ელზას ახასიათებდნენ, როგორც მორცხვ და ამავვდროულად ამბიციურ ქალს, მას ჰქონდა ფაკულტეტის კოლეგების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა 1898 წელს უნივერსიტეტმა პროფესორის თანამდებობის დაკავებაზე უარი უთხრა. ეს დისკრიმინაციული შეზღუდვა ქალებისთვის მხოლოდ [[1925] წელს მოიხსნა. მას კონფლიქტი ჰქონდა სამოქალაქო სამართლისა და სხვა პროფესორებთან, რომლებიც მას საფრთხედ მიიჩნევდნენ საკუთარი თანამდებობებისთვის. ყოველივე გრძელდებოდა 1911 წლის თებერვლამდე, სანამ სამოქალაქო სამართლის პროფესორის პოზიცია საერთოდ არ გაუქმდა.

ელზა ეშელსონი საძილე აბების გადაჭარბებულად მიღების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს 1911 წლის 10 მარტს, რაც შეიძლებოდა თვითმკვლელობადაც განხილულიყო

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Anon., "Eschelsson, släkt", Svenskt biografiskt lexikon, Vol. 14 pp. 511–513.
  • Hård af Segerstad, Kerstin, "Docenten Elsa Eschelson", Dagny, 1911.
  • Karlgren, Hj., "Eschelsson, Elsa Olava Kristina", Svenskt biografiskt lexikon, Vol. 14 pp. 514–518.
  • Markusson Winkvist, Hanna, Som isolerade öar. De lagerkransade kvinnorna och akademin under 1900-talets första hälft. Umeå: Umeå universitet (doctoral dissertation), 2003.
  • Rönnholm, Tord: Kunskapens kvinnor. Sekelskiftets studentskor i mötet med den manliga universitetsvärlden. Umeå: Umeå universitet (doctoral dissertation), 1999.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება