ელექტროგამტარობა

(გადამისამართდა გვერდიდან ელექტრული გამტარობა)

ელექტროგამტარობა (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს ნივთიერებათა თვისებას გაატარონ ელექტრული დენი ელექტრული ძაბვის გავლენით. ასევე მის ქვეშ მოიაზრება ელექტრული წინაღობის შებრუნებული სიდიდე. მუდმივი განივკვეთისა და სიგრძის სხეულისათვის გამტარობა განისაზღვრება ფორმულით :

,

სადაც არის ნივთიერების კუთრი გამტარობა, კი — კუთრი წინაღობა ().

ელექტროგამტარობის საზომი ერთეულებია:

ელექტროგამტარობის სიდიდის მიხედვით სხეულებს სამ ჯგუფად ყოფენ:

ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან მრავალ სხეულს შეუძლია შეცვალოს თავისი ელექტროგამტარობა გარეშე ფაქტორების გავლენით. მაგალითად, ნახევარგამტარების ელექტროგამტარობა ძალზედ მგრძნობიარეა სინათლის მოქმედების მიმართ, ხოლო ლითონების ელექტროგამტარობაზე ეს ფაქტორი პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს. ყველაზე უნივერსალური ფაქტორი, რომელიც ყველა სხეულის ელექტროგამტარობაზე მოქმედებს, ტემპერატურაა.

ნებისმიერი ნივთიერების ელექტროგამტარობა აუცილებელი პირობაა მასში თავისუფალი დამუხტული ნაწილაკების — დენის მატარებლების (მუხტის მატარებლების) არსებობა. ელექტრული დენის შემქმნელი მუხტების ფიზიკური ბუნების მიხედვით განარჩევენ სამი ტიპის ელექტროგამტარობას: 1) ელექტრონულს, 2) იონურსა და 3) შერეულს, სადაც მონაწილეობენ, როგორც ელექტრონები, ისე იონები. ზოგჯერ გამოყოფენ აგრეთვე მოლიონურ ელექტროგამტარობას, რომელსაც ადგილი აქვს კოლოიდებში.

  • ელექტრონული ელექტროგამტარობა ახასიათებს ლითონებს, ნახევარგამტარებს, დიელექტრიკებს (მხოლოდ ძალიან მაღალი ძაბვის დროს მნიშვნელოვანი ელექტრონული ელექტროგამტარობა შეიძლება შეიქმნას განათების ზემოქმედებით), სითხეებსა და აირებს, მაგრამ ძალიან ძლიერ ელექტრულ ველებში. სუსტი ველების ფარგლებში მათი ელექტროგამტარობა შესამჩნევი გახდება მხოლოდ ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს ან სხვადასხვა გამოსხივების ზემოქმედების შედეგად.
  • იონური ელექტროგამტარობა ახასიათებს ელექტროლიტებს, იონურ კრისტალებს, აირებს, პოლარულ სითხეებს, ჰიდრიდებს და სხვა. იონურ ელქტროგამტარობას თან ახლავს ნივთიერებების გადატანა.
  • შერეული ელექტროგამტარობით (ელექტრონული და იონური) ხასიათდება პლაზმა.

ტემერატურია გაზრდით ლითონების იზრდება. ლითონების დნობისას ნახტომით იცვლება, როცა ტემპერატურა ძალიან დაბალ მნიშვნელობამდე მცირდება, მრავალი ლითონი და ზოგიერთი ქიმიური ნაერთი ზეგამტარობის მდგომარეობაში გადადის. ამასთან, ნახტომით მცირდება განუზომელად მცირე მნიშვნელობამდე. ელექტრონულ ნახევარგამტარების ძალიან ცვალებადია. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ნახევარგამტართა -ს დამოკიდებულებას სხვადასხვა ფაქტორზე.

ელექტროსაიზოლაციო მასალის , როგორც წესი, ძლიერ მცირდება ტემპერატურის, აგრეთვე ტენიანობის გადიდებით (ჰიგროსკოპული მასალისათვის), ამიტომ ელექტრული იზოლაციის მუშაობის პირობები არსებითად ძნელდება მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის დროს. ზემოთ აღწერილი „მოცულობითი“ ელექტროგამტარობის გვერდით, ე. ი. ნივთიერებაში დენის გავლასთან ერთად, ელექტროსაიზოლაციო მასალაში შეინიშნება აგრეთვე „ზედაპირული“ ელექტროგამტარობა, რომელსაც განაპირობებს მასალის ზედაპირული ფენის გადიდებული გამტარობა. იგი განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ელექტროსაიზოლაციო მასალის ზედაპირული დატენიანებისას.

ლიტერატურა

რედაქტირება