ელენე (ბაგრატ V-ის მეუღლე)
ელენე (გ. 1366) — საქართველოს დედოფალი, ბაგრატ V-ის მეუღლე. ისტორიულ წყაროებში მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ არის. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ის შეიძლება ყოფილიყო ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილის ასული, ელენა დიდი კომნენოსი (ბერძ. Έλενα Μεγάλη Κομνηνή).[1] 1366 წელს დედოფალი ელენე შეეწირა შავი ჭირის ეპიდემიას.[2] მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ბაგრატმა ცოლად შეირთო ანა კომნენოსი, ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III-ის ასული.
მისი შვილი შესაძლოა ყოფილიყო კონსტანტინე I.[3][4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კრისტოფერ ბაიერსი, „საქართველო : ბაგრატიონების დინასტია“
- ↑ კირილ თუმანოვი - მეთხუთმეტე საუკუნის ბაგრატიონები (ფორდჰემის უნივერსიტეტი, ტრადიციო, ნაწ. 7, გვ. 169-221)
- ↑ ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
- ↑ გუჩუა ვ., ქსე, ტ. 2, გვ.129-130, თბ., 1977