ელენე თევდორაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ელენა თევდორაძე)

ელენე კონსტანტინეს ასული თევდორაძე (დ. 5 სექტემბერი 1938, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ელენე თევდორაძე
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 – 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
მემკვიდრეალეკო ელისაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 – 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
თავმჯდომარენინო ბურჯანაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1999 – 2004
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილი
თავმჯდომარეზურაბ ჟვანია ნინო ბურჯანაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 1999
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
თავმჯდომარეზურაბ ჟვანია

დაბადებული5 სექტემბერი, 1938 (1938-09-05) (86 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაპოლიტიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
ჯილდოებისაქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელენე თევდორაძე დაიბადა 1938 წლის 5 სექტემბერს, თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1962-1963 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მე-12 საშუალო სკოლის პედაგოგი; 1963-1965 წლებში ქალაქ რუსთავის კომკავშირის მდივანი; 1965-1972 წლებში ქალაქ რუსთავის სკოლის დირექტორის მოადგილე; 1972-1974 წლებში ქალაქ თბილისის მე-3 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1974-1975 წლებში ქალაქ თბილისის 90-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1975-1978 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის განათლების სამინისტრო; 1978-1982 წლებში იყო თბილისის 56-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1982-1985 წლებში ქალაქ თბილისის 121-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1985-1995 წლებში ქალაქ თბილისის 64-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე. 2004 წლიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

ელენე თევდორაძე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი (2003-), 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრიპარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი (1993-), შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე (2004-2013). 2008 წელს ელენე თევდორაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (18 სექტემბერი, 2008). ელენე თევდორაძე ღირსების ორდენით ჯილდოვდება. ყოფილ დეპუტატ ელენე თევდორაძეს ღირსების ორდენი საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის გადაეცემა. interpressnews.ge. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2018.