ელენა დავიდოვა (რუს. Еле́на Ви́кторовна Давы́дова; დ. 7 აგვისტო, 1961, ვორონეჟი) — ყოფილი საბჭოელი სპორტული ტანმოვარჯიშე, შემდგომში ტანვარჯიშის მწვრთნელი და მსაჯი. 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების „all-around“ ღონისძიების ჩემპიონი. კანადაში, ოშავაში (ონტარიო) ტანვარჯიშის კლუბის — Gemini Gymnastics (მარჩვიბის ტანვარჯიში) — მფლობელი და მთავარი მწვრთნელი. 2012 წლის ივლისში დავიდოვა კანადის ქალთა სპორტული ტანვარჯიშის გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო. კრისტინა ვაქილიკიც, რომლის წყალობითაც კანადის სპორტული ტანვარჯიშის ქალთა ნაკრებმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავა, დავიდოვამ გაწვრთნა (კანადის ნაკრებისთვის ოლიმპიურ ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია).[1][2] დავიდოვა ცნობილია, თავისი რთული, ინოვაციური და მომხიბვლელი გამოსვლებით.

ელენა დავიდოვა

ქვეყანა (სპორტი) დროშა: სსრკ სსრკ
დაიბადა 7 აგვისტო, 1961 (1961-08-07) (62 წლის)
ვორონეჟი, საბჭოთა კავშირი
საცხოვრებელი ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
რეზიდენცია ოშავა, ონტარიო, კანადა
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის ელიტური

2016 წლის ოქტომბერში ის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ქალთა ტექნიკური კომიტეტის წევრად აირჩიეს.[3]

ადრეული წლები რედაქტირება

დავიდოვა მოსკოვიდან სამხრეთით 500 კმ-ის დაშორებით, ვორონეჟში დაიბადა. ის ტანვარჯიშით ექვსი წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, როცა ტელევიზორში ცნობილი საბჭოთა ოქროს მედალოსნები: ლარისა პეტრიკი და ნატალია კუჩინსკაია იხილა. იმის სანახავად, მსგავსი მოძრაობების გაკეთება მასაც შეეძლო თუ არა, ელენამ გაშლილი ფეხებით ჩაჯდომებში მეცადინეობა დაიწყო. დავიდოვას სურდა ტანმოვარჯიშე გამხდარიყო და ვორონნეჟის ცნობილი სპარტაკის ტანვარჯიშის სკოლაში შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ იმ დროისთვის ძალიან პაატარა იყო და მიიჩნევდნენ, რომ სპორტის ამ სახეობისთვის შეუფერებელი ფიზიკური მოყვანილობა ჰქონდა. ნაცვლად დანებებისა, ელენა ფანჯრიდან ჩუმად უყურებდა გაკვეთილებს და სკოლის ეზოში იმის იმიტირებას ცდილობდა, რასაც აკვირდებოდა. „დედაჩემს სურდა პიანინოზე დაკვრა მესწავლა, მე კი მე გაქცევა და ტანვარჯიშში ვარჯიში მსურდა“.

მალე სკოლის მწვრთნელმა, გენადი კორშინოვმა შენიშნა ის. ელენამ წონასწორობის ძელი ქვიშაზე დახატა და ისე ვარჯიშობდა, თითქოს ნამდვილი ტანმოვარჯიშე ყოფილიყო. გენადიმ თავის ცოლს, ინას, ასევე სკოლის ტანვარჯიშის მწვრთნელს სთხოვა, დავიდოვა მის ჯგუფში აეყვანა. იური შტაკმენს, სკოლის ადმინისტრატორს, ახალი სამწვრთნელო პერსონალის ეს ინიციატივა არ მოეწონა და კორშინოვებს საყვედური გამოუცხადა. აგრეთვე, მან დავიდოვას სკოლაში დარჩენის ნება დართო. მალე ცხადი გახდა, რომ ელენა ნიჭიერი ტანმოვარჯიშე იყო და გენადიმ თვითონ დაიწყო მისი გაწვრთნა. 1972 წლისთვის დავიდოვა მისი ასაკის ჯგუფში სკოლაში საუკეთესო იყო.

ადრეული კარიერა რედაქტირება

პირველი საერთაშორისო შეჯიბრი დავიდოვამ 1973 წელს მოიგო. 1974 წელს ის სსრკ-ის უმცროსთა ნაკრების წევრი გახდა. დავიდოვამ „all-around“ ღონისძიებაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო „vault“ და „uneven bars“ ღონისძიებაში ოქროს მედლები მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ ელენა უფროსთა ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. 1976 წლის მარტში, უფროსთა შორის პირველ შეჯიბრზე, სსრკ-ის ჩემპიონატზე ელენამ „all-around“ ღონისძიებაში მეორე ადგილი დაიკავა, „uneven bars“ და „floor exercise“ ღონისძიებებში კი ოქროს მედლები მოიპოვა. დავიდოვას წარმატებამ პრესის ყურადღებაც მიიპყრო. ამერიკის თასზე დავიდოვამ მსოფლიო გააოცა იმით, რომ ქალთა ტანვარჯიშში პირველად, წონასწორობის ძელზე გვერდითი სალტო შეასრულა. სუსტი ჯანმრთელობის გამო ამ შეჯიბრზე „all-around“ ღონისძიებაში მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. შეჯიბრი ნადია კომენეჩიმ მოიგო, რუმინელმა ტანმოვარჯიშემ, ვისი ტექნიკითაც ელენა ყოველთვის მოხიბლული იყო. სსრკ-ის ჩემპიონატზე „all-around“ ღონისძიებაში დავიდოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა, „vault“ ღონისძიებაში კი მსოფლიო ჩემპიონს, ოლგა კორბუტს მხოლოდ 0,025 ქულით ჩამორჩა და ამ ღონისძიებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თუმცა ელენა სსრკ-ის ოლიმპიურ ნაკრებში ვერ მოხვდა. „Sovetski Sport“ 1976 წლის 22 ივნისს წერდა, რომ „ახალი ტალღა — მ. ფილატოვა, ნ. საპოშნიკოვა, ე. დავიდოვა და ო. კოვალი — ძალიან კარგად იყო მომზადებული და გაცილებით გამოცდილ სპორტსმენებზე უკეთ გამოვიდა.“ ლარისა ლატინინა, 18 ოლიმპიურ მედლის მფლობელი, ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყო და კლასკური ტანვარჯიშის ტრადიციულ ელემენტებს იცავდა ტანვარჯიშის ახალი ათლეტური სკოლის წარმომადგებლებისგან: ნადია კომენეჩის, დავიდოვასა და სხვებისგან. თამაშების დაწყებამდე ორი დღით ადრე საბჭოთა ტანვარჯიშის მმართველმა სტრუქტურამ, სავარჯიშო საბჭომ ლატინინა გააკრიტიკა იმის გამო, რომ დავიდოვა და შაპოშნიკოვა ნაკრებში არ აიყვანა.

აგვისტოში დავიდოვამ ანტიბის (საფრანგეთი) ტურნირი 0,6 ქულის სხვაობით მოიგო. „Vault“ ღონისძიებაში — ოქრო, ხოლო „balance beam“, „uneven bars“ და „floor exercise“ ღონისძიებებში — ვერცხლის მედლები მოიპოვა. რიგის საერთაშორისო ჩემპიონატზე დავიდოვამ „vault“ ღონისძიებაში უმაღლესი ქულა (9,75) მიიღო, „all-around“ ღონისძიებაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ ჩემპიონატზე ელენა უდავოდ დომინირებდა — „vault“, „uneven bars“ და „balance beam“ ღონისძიებებში 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო „floor exercise“ ღონისძიებაში — ბრინჯაოს მედალი. ოქტომბერში ის სსრკ-ის იმ გუნდში მოხვდა, რომელიც დიდ ბრიტანეთს ეწვია. შემდგომში ელენამ საგანმანათლებლო-გასართობი შოუსთვის „balance beam“ ღონისძიების პროგრამა შეასრულა.

მიღწევები რედაქტირება

წელი ღონისძიება All-around Team Vault Uneven bars Balance beam Floor exercise
1976 სსრკ-ის ჩემპიონატი 1-ელი 3-ე
1977 სსრკ-ის ჩემპიონატი 1-ელი
1978 სსრკ-ის ჩემპიონატი 3-ე
სსრკ-ის თასი 3-ე
1980 სსრკ-ის ჩემპიონატი 1-ელი
სსრკ-ის თასი 1-ელი
მოსკოვის ოლიმპიური თამაშები 1-ელი 1-ე 2-ე
1981 მსოფლიო ჩემპიონატი 3-ე 1-ელი 3-ე 2-ე
სსრკ-ის ჩემპიონატი 1-ელი 1-ელი 3-ე 1-ელი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
  2. http://www.simcoe.com/sports/olympics/article/1435300
  3. Turner, Amanda (19 October 2016). „Morinari Watanabe Elected President of FIG“. International Gymnast. ციტირების თარიღი: 15 March 2017.