ელგუჯა მარღია
ელგუჯა მარღია (დ. 15 ივლისი, 1963) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი.
ელგუჯა მარღია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1963 (61 წლის) |
დაბადების ადგილი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | პოეზია და ესე |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელგუჯა მარღია დაიბადა 1963 წლის 15 ივლისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში (პალურის თემი).
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის, ჟურნალ „ცისკარში“ ლიტმუშაკად. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხის თანამშრომელი;სტუდია „პუბლიცისტისა“ და დილის პროგრამა „ალიონის“ ჟურნალისტი.
2003 წელს რუსულად გამოცემულ „მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიაში“ გამოქვეყნდა ელგუჯა მარღიას რამდენიმე ლექსიც.
ელგუჯა მარღიამ, მანანა გეგიძესთან ერთად, 2003 წელს დააფუძნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Brand News[1], რომელიც ატარებს ხოლმე ყოველწლიურ კონკურსს „ქართული ბრენდის დღე“[2].
2013 წელს გამოსცა 230 გარდაცვლილი ავტორის პოეზიის, პროზის, თარგმანების, ესეების, წერილების სამტომეული, სახელწოდებით „ხსოვნის ნათელი“.
2018 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს მიუძღვნა ელგუჯა მარღიას რობაიების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!“ (იდეის ავტორი როსტომ ჩხეიძე, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ინსცენირება იოსებ ჭუმბურიძისა).
ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე, მანანა გეგიძე და შვილები.
წიგნები
რედაქტირებაქართულად:
- „როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი“ (ლექსები), თბ.. გამომცემლობა „მერანი“, 1993
- „დუმილის სივრცე“ (ლექსები), თბ., გამომცემლობა „ცოტნე“, 2001
- „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია“, გამომცემლობა „პროფილი+“, 2006
- „ნაბადი“ (ლექსები), თბ., გამომცემლობა „პროფილი+“, 2011
- სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები(ხორხე ლუის ბორხესის პოეზიის თარგმანი); ელექტრონული წიგნი; გამომცემლობა „პროფილი+“, 2014
- განდევნილები(პირველი თაობის რუსი ემიგრანტი პოეტების თარგმანი); ელექტრონული წიგნი; „პროფილი+“; 2014
- Homo dei(პოემა); ელექტრონული წიგნი; „პროფილი+“;2015
- „110 რობაი“[3], თბ., გამომცემლობა „საუნჯე“, 2015
- „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!“, თბ., გამომცემლობა „პროფილი+“, 2016 - ISBN 978-9941-9467-2 -1
- „დროის არითმია : 333 რობაი“, თბ., გამომცემლობა „უნივერსალი“, 2017
- „საგანძურის რობაი და სხვა“, თბ., გამომცემლობა „პროფილი+“, 2017 - ISBN 978-9941-9500-6-3
- „პიკარესკული ჟამის რობაიები“[4], თბ., გამომცემლობა „პროფილი+“, 2019
- „მიმინოსავით მოთმინებას ვათვინიერებ“, თბ., გამომცემლობა „სვეტი“, 2023
აზერბაიჯანულად:
- „ქართული რობაიები“ (აზერბ. Elquca Marğiya — „Gürcü Rübailəri“), გამომცემლობა „განუნი“ (აზერბ. „QANUN“ NƏŞRLƏR EVİ), აზერბაიჯანულად თარგმნა იმირ მამედლიმ, 2019
ქართულ-ინგლისურად:
- „ქართული რობაიები“ (ორენოვანი, ქართულ-ინგლისურ ენაზე, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, გამომცემლობა „სვეტიც) ინგლისურად თარგმნა ციცი გაბესკირიამ, 2023
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პირველი პრემია ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციის წარდგინებით, 1992
- თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა საზოგადოება „ბესტსელერის“ მეორე პრემია, 1999
- აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პირველი პრემია, 2007
- ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი, 2012
- მთავარი პრიზი „წმინდა ნინოს ჯვარი“ ქრისტიანული პოეზიის მეშვიდე ფესტივალზე, ლექსისათვის „ენდალმა“, 2017
- ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისის“ დიპლომი წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოებისათვის (ფინალისტი), 2017
- მეორე ადგილი მუხრან მაჭვარიანის სახელობის ლიტერატურულ კონკურში „პოეტური მინიატურები“, 2017
- ლიტერატურულ ფესტივალ „ქუჯის“ პირველი პრემია ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, 2024
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Brand News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-28. ციტირების თარიღი: 2019-12-20.
- ↑ ქართული ბრენდის დღე 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-20. ციტირების თარიღი: 2019-12-20.
- ↑ 110 რობაი
- ↑ პიკარესკული ჟამის რობაიები