ეკონომიკური თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლება — საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა. აღნიშნული გახლავთ ტერმინი, რომელიც გამოიყენება როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ დებატებში, ასევე ეკონომიკის ფილოსოფიაში.[1][2] ეკონომიკური თავისუფლებისადმი მიდგომა მოდის ლიბერალური ტრადიციიდან, რომელიც ხაზს უსვამს თავისუფალ ბაზარს, თავისუფალ ვაჭრობას და კერძო საკუთრებას თავისუფალი ბაზრის პირობებში. ეკონომიკური თავისუფლების კიდევ ერთ მიდგომას წარმოადგენს ინდივიდუალური არჩევანის ეკონომიკური სიკეთეების შესწავლა, სწორედ მდგრადი ეკონომიკური თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი, რომ პიროვნებებს მიეცეთ ფართო არჩევანიდან მათთვის ხელსაყრელის არჩევის შესაძლებლობა.[3] ეკონომიკური თავისუფლების ცალკეული კონცეფციები მიზნად ისახავს სიდუხჭირისაგან გათავისუფლებას[1][4] და თავისუფლებას, რომ საზოგადოების წევრებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კოლექტიურ გარიგებათა დადების პროცესში.[5]

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლები, 2019 წ

ლიბერალური ხედვით თავისუფალი ბაზრის პირობებში, ეკონომიკური თავისუფლება განისაზღვრება, როგორც წარმოების თავისუფლება, ვაჭრობა და გამოყენება ნებისმიერი საქონლისა და მომსახურებისა, რომელშიც გადახდილია შესაბამისი საფასური ძალის გამოყენების, თაღლითობისა და ქურდობის გარეშე. აღნიშნული პროცესი ხშირად ხორცშესხმულია კანონის უზენაესობის პირობებში, საკუთრების უფლების, სახელშეკრულებო თავისუფლებისა და გარე და შიდა ბაზრების ღიაობისას, საკუთრების უფლებების მკაცრი დაცვითა და ეკონომიკური ინიციატივის თავისუფლებით.[3][6][7] არსებობს ეკონომიკური თავისუფლების რამდენიმე ინდექსი, რომლებიც ზომავენ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ თავისუფლებას. ამ რანჟირების საფუძველზე, კორელაციურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უმაღლესი ეკონომიკური ზრდა თანაფარდობაშია ქვეყნის რეიტინგის მაღალ ქულებთან (რომელიც გარკვეული წესით ანგარიშდება).[8] რაც შეეხება სხვა ზომებს, როგორიცაა თანასწორობა, კორუფცია, პოლიტიკური და სოციალური ძალადობა და მათი თანაფარდობა ეკონომიკურ თავისუფლებასთან, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები ერთმანეთთან აკავშირებს პოლიტიკასა და შესაბამისი პოლიტიკური გეგმიდან გამოწვეულ შედეგებს, რაც ფარავს ნეგატიურ თანაფარდობებს, ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის გარკვეულ ქვეკომპონენტებში.[9]

ლიბერალური ხედვა რედაქტირება

ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუციები რედაქტირება

კერძო საკუთრების უფლება რედაქტირება

თარგი:სტატია ლიბერალიზმის შესახებ

 
1960-იან წლებში ალან გრინსპენი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური თავისუფლება მოითხოვს ოქროს სტანდარტს, დანაზოგების დასაცავად კონფისკაციისაგან (ქონების ჩამორთმევისაგან) ინფლაციის გზით.[10]

ლიბერალური თავისუფალი ბაზრის ხედვის თანახმად, კერძო საკუთრების უფლების დაცული სისტემა ეკონომიკური თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აღნიშნული სისტემა მოიცავს ორ ძირითად უფლებას, კერძოდ, 1) საკუთრების კონტროლისა და სარგებლობის უფლებას და 2) საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების/გადაცემის უფლებას. ეს უფლებები ხალხს აძლევს ავტონომიისა და თვითგამორკვევის შესაძლებლობას, მათი პირადი ღირებულებებისა და მიზნების შესაბამისად.[11] ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლება არის „ადამიანის უფლებების ყველაზე ფუნდამენტური და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობა“.[12] საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტის არსებობისას, ადამიანები თავისუფლად ირჩევენ საკუთარი ქონების გამოყენების შესაბამის გზას, გამოიმუშავებენ მისგან უშუალოდ თანხას თუ გადასცემენ მას სხვა პირს, ამ დროს ისინი აღნიშნულ მოქმედებებს ნებაყოფლობით ასრულებენ და მათ წინააღდეგ ადგილი არ აქვს ძალდატანებას (იძულებას), თაღლითობას ან ქურდობას. ასეთ პირობებში ადამიანთა უმეტესობას შეუძლია მიაღწიოს ბევრად უფრო მეტ პიროვნულ თავისუფლებას და განვითარებას, ვიდრე ხელისუფლების ნეგატიური ზემოქმედების/იძულების რეჟიმში. საკუთრების უფლების უსაფრთხო სისტემა ასევე ამცირებს გაურკვევლობას და ხელს უწყობს ინვესტიციებს, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეკონომიკის განვითარებისა და მეტი წარმატებისათვის.[13] სხვადასხვა კვლევებისა და მტკიცებულებების თანახმად, ძლიერი საკუთრების უფლების მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე საკუთრების უფლების სუსტი სისტემის მქონე ქვეყნების, და რომ ჯანსაღი საკუთრების უფლების მქონე საბაზრო სისტემა დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა. .[14] ერნანდო დე სოტოს აზრით, ე.წ. „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში სიღარიბე დიდწილად განპირობებულია დასავლურ პრინციპებზე აგებული კანონმდებლობის არარსებობით და მკაფიოდ განსაზღვრული და საყოველთაოდ აღიარებული საკუთრების უფლების არ ქონით. დე სოტო ამტკიცებს, რომ იურიდიული ბარიერების გამო ასეთ ქვეყნებში ღარიბ ხალხს არ შეუძლია გამოიყენოს საკუთარი აქტივები მეტი სიმდიდრის მოსაპოვებლად.[15] კერძო საკუთრების უფლების უალტერნატივობას ეჭვქვეშ აყენებდა პიერ-ჟოზეფ პრუდონი - სოციალისტი და ანარქისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქონება ერთდროულად ქურდობაცაა და თავისუფლებაც.[16]

ხელშეკრულების დადების თავისუფლება რედაქტირება

ხელშეკრულების თავისუფლება არის უფლება, რომელიც საშუალებას აძლევს პირებს აირჩიონ ის პირები, რომელთანაც სურთ ხელშეკრულების დადება და დადონ ასეთი ხელშეკრულება ნებისმიერი ფორმითა და პირობით, რომელზეც მხარეები თავად შეთანხმდებიან(კანონის ფარგლებში). ხელშეკრულებების ძალით, პირებს საშუალება აქვთ მათი კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმდნენ მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე, ასევე მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ ის ღონისძიებები, რაც მოჰყვება ხელშეკრულების მთლიან ან ნაწილობრივ შეუსრულებლობას.[17] აღსანიშნავია, რომ ყველა სადავო ხელშეკრულების ბედი არ უნდა წყდებოდეს სასამართლოებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე ათწლეულში მოძლიერდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, მათ შორის დამოუკიდებელი საარბიტრაჟო ტრიბუნალები, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ დავებზე, კერძო სამართლის შესაბამისად.[18] ნეგატიურ მოცემულობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების თავისუფლება არის თავისუფლება მთავრობის ჩარევისა და სამართლიანობის დადგენილ ფასეულობათაგან. მიჩნეულია, რომ ცნება „ხელშეკრულების თავისუფლება“ იურიდიულ ტერმინოლოგიაში შემოიტანა და დაამკვიდრა სერ ჯორჯ ჯესელმა (რომელიც იყო მოსამართლე და დიდი ბრიტანეთის სასამართლო ხელისუფლების პირველი პირი, ინგლ. Master of the Rolls) 1875 წელს:[19]

„არსებობს კიდევ ერთი რამ, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მორიგი პოლიტიკური საჭიროება და დღისწესრიგია, ეს გახლავთ ის საკითხი, რომ სრულწლოვან და ქმედუნარიან მამაკაცებს ჰქონდეთ მაღალი დონის ხელშეკრულების თავისუფლება, ხოლო მათი ხელშეკრულებები თავისუფლად და ნებაყოფლობით უნდა იქნეს დადებული, ხოლო დაცული მაქსიმალურად. საჭიროების შემთხვევაში ისინი უნდა აღასრულონ სასამართლოებმა. მაშასადამე, თქვენ უნდა განიხილოთ ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი - და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ უნდა ჩაერიოთ ხელშეკრულების თავისუფლებაში.“

ხელშეკრულების თავისუფლების დოქტრინამ მიიღო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს საქმეში „ლოხნერი ნიუ-იორკის წინააღმდეგ“, რომელმაც დაადგინა მცხობელთა სამუშაო საათების სამართლებრივი შეზღუდვები.[20]

ხელშეკრულების თავისუფლების კლასიკური შეხედულების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს თავისუფლება მოჩვენებითია, როდესაც მხარეთა შეთანხმება ძალზე უთანასწოროა, განსაკუთრებით კი, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დადებული კონტრაქტების შემთხვევაში. ასევე, სამუშაო საათების შეზღუდვის შემთხვევაში, დასაქმებულებს, როგორც ჯგუფს, შეუძლიათ ისარგებლონ სამართლებრივი დაცვით, რაც ხელს უშლის პირებს ინდივიდუალურად შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომლიც ადგენს ხანგრძლივ სამუშაო საათებს. 1937 წელს West Coast Hotel Co. v. Parrish-ის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ადრინდელ გადაწყვეტილებას:

„საკანონმდებლო ორგანომ ასევე აღიარა ის ფაქტი, რაც ბევრ შტატში კანონმდებელთა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ამ საკუთრების მფლობელები (დამსაქმებლები) და მათი თანამშრომლები არ არიან თანაბარ პირობებში, არ აქვთ თანასწორი უფლებები და რომ [გვ. 394] მათი ინტერესები გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. დამსაქმებელს ბუნებრივად სურს, რომ რაც შეიძლება მეტი შრომა ნახოს მისი თანამშრომლებისგან, ხოლო დასაქმებულს ხშირად უჩნდება გათავისუფლების შიში, რომელსაც გამოიწვევს იმ წესებისა და ხელშეკრულების დარღვევა, რომელიც მათი ღრმა რწმენით, სამართლიანად განსჯისას, საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის ან სიმტკიცისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეწარმეები ადგენენ წესებს და დასაქმებულნი პრაქტიკულად იძულებულნი არიან დაიცვან ისინი. ასეთ შემთხვევებში, პირადი ინტერესი ხშირად საფრთხისშემცველი პრინციპია და საკანონმდებლო ორგანომ ასეთ დროს შეიძლება სათანადოდ გამოიყენოს მისი უფლებამოსილება.“[21]

ამ მომენტიდან აშშ-ს სასამართლოებმა უარყვეს ლოხნერის შეხედულება ხელშეკრულების თავისუფლების შესახებ. [22]

ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება რედაქტირება

თავისუფალი ბაზრის იდეის ზოგიერთი მხარდამჭერი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები გაფართოვდა საბაზრო ეკონომიკასთან ერთად და წარმოადგენენ ემპირიულ მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება არიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულნი.[23][24]

წიგნში „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ (1962) ფრიდმანმა შემდგომში განავითარა ფრიდრიხ ჰაიეკის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეკონომიკური თავისუფლება თავისმხრივ, ტოტალური თავისუფლების უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის ასევე პოლიტიკური თავისუფლების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალიზებულ მოდელს ყოველთვის თან ახლავს პოლიტიკური რეპრესიები. ფრიდმანის აზრით, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ყველა გარიგების ნებაყოფლობითი ხასიათი და ფართო მრავალფეროვნება, ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს რეპრესიების მოსურნე პოლიტიკური ლიდერებისათვის და მნიშვნელოვნად ამცირებს მათი ჩარევისა და იძულების ძალას. ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალიზებული კონტროლის აღმოფხვრის შედეგად, ეკონომიკური საქმიანობები განცალკევებულია პოლიტიკური ძალაუფლებისგან და ამავდროულად მათ შესაძლოა დადებითი როლიც შეასრულონ ერთმანეთის დაბალანსების პროცესში. ფრიდმანი თვლის, რომ კონკურენტული ბაზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, ვინაიდან არაპერსონიფიცირებული საბაზრო გარემო იცავს ხალხს იმგვარი დისკრიმინაციისგან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც დაკავშირებული არ არის მათ პროდუქტიულობასთან და საქმიანობის ხარისხთან.[25]

ავსტრიული სკოლის ეკონომისტი ლუდვიგ ფონ მიზესი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულნი არიან: „იდეა, რომ პოლიტიკური თავისუფლება შეიძლება შენარჩუნდეს ეკონომიკური თავისუფლების არარსებობის პირობებში და პირიქით, არის ილუზია. პოლიტიკური თავისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური თავისუფლების შედეგს. შემთხვევითი არ არის, რომ კაპიტალიზმის ხანა გახდა ხალხის მმართველობის ხანაც.“[26]

წიგნში „გზა მონობისაკენ“ ჰაიეკი ამტკიცებს, რომ „ეკონომიკური კონტროლი არ არის მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ნაწილის კონტროლი, რომელიც შეიძლება განცალკევდეს დანარჩენი ნაწილებისაგან; ეს არის ყველა საშუალების მასობრივი კონტროლი ჩვენი მიზნების მიღწევისათვის“[27] ჰაიეკმა გააკრიტიკა სოციალისტური პოლიტიკა, და ის შეადარა მოყინულ სათხილამური ფერდობს, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ტოტალიტარულ მმართველობასთან.[28]

გორდონ ტალოკი ამტკიცებს, რომ „ჰაიეკ-ფრიდმანის არგუმენტი“ წინასწარმეტყველებს ტოტალიტარულ მმართველობებს დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში XX საუკუნის ბოლოს - რაც არ მომხდარა. ის იყენებს შვედეთის მაგალითს, სადაც იმ დროს მთავრობა აკონტროლებდა ინგლ. GNP ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 63 %-ს, რომ დაემტკიცებინა თავისი არგუმენტი იმის შესახებ, რომ „გზა მონობისაკენ“ წიგნის ძირითადი პრობლემაა ის „რომ მან შემოგვთავაზა პროგნოზები, რომლებიც აღმოჩნდა მცდარი. მთავრობის სტაბილური წინსვლა ისეთ ადგილებში, როგორიცაა შვედეთი, არ მოუტანია ეკონომოკური თავისუფლებების დაკარგვა ან შესუსტება.” ჰაიეკის კრიტიკის დროს ტალოკი კვლავ აქებს კლასიკურ ლიბერალურ ცნებას ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და ამბობს: „პოლიტიკური თავისუფლების საქებარი არგუმენტები მძლავრია, ისევე როგორც ეკონომიკური თავისუფლების არგუმენტები. ჩვენ არ უნდა დავაფუძნოთ ერთის არგუმენტი მეორეზე.“[29]

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები რედაქტირება

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების (ინგლ. EFW) და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის (ინგლ. IEF) ყოველწლიური კვლევები ორი მაჩვენებელია, რომლებიც ცდილობენ გამოიანგარიშონ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებში. EFW ინდექსი შეიმუშავეს გვარტნიმ, ლოუსონმა და ბლოკმა ფრეიზერის ინსტიტუტში[30] ეს უკანასკნელი აქტიურად გამოიყენებოდა ემპირიულ კვლევებში 2000 წლისთვის.[31] მეორე მნიშვნელოვანი ინდექსი, რომელიც შეიმუშავეს კომპანია „The Heritage Foundation-მა“ და კომპ. „The Wall Street Journal-მა“, მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით უკეთესი აღმოჩნდა, თუმცა რადგან იგი მხოლოდ 1995 წლიდან ატარებს კვლევას, მისი გამოყენება ნაკლებაადაა მიზანშეწონილი ისტორიული შედარებისათვის.[31]

ინდექსების შემქმნელთა აზრით, აღნიშნული რეიტინგი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვადასხვა სახელმწიფოთა სხვადასხვა მონაცემებთან, როგორებიცაა: ერთ ადამიანზე საშუალო შემოსავლის სიდიდე, ყველაზე დაბალშემოსავლიანი 10%-ის შემოსავლის სიდიდე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, წიგნიერების დონე, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა, წყლის ხელმისაწვდომობა და კორუფციის ნაკლებობა.[32][33] პირველ ხუთ წამყვან ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები საშუალო შემოსავლით 23 450 აშშ დოლარს იღებენ, ხოლო 90-იან წლებში ზრდის ტემპი 2.56%-ია; ამის საპირისპიროდ, რეიტინგის ბოლო ხუთი ქვეყნის მაჩვენებლი იყო საშუალო შემოსავალი მხოლოდ 2 556 აშშ დოლარი და -0,85%-იანი ზრდის ტემპი 1990-იან წლებში. მოსახლეობის უღარიბეს 10%-ს ყველაზე დაბალი რანგის ქვეყნებში საშუალო შემოსავალი მხოლოდ 728 აშშ დოლარი აქვს, ხოლო ყველაზე მაღალრეიტინგულ ქვეყნებში 7000 დოლარზე მეტი. ყველაზე მაღალი განვითარების ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლით მეტია, ვიდრე ყველაზე დაბალი რანგის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხაგრძლივობა.[34]

განვითარებული ეკონომიკური თავისუფლება, როგორც ჰერიტაჟის, ასევე ფრეიზერის ინდექსების შედეგებით, დადგინდა, რომ იგი მჭიდრო კავშირშია პიროვნებათა თვითაღქმულ ბედნიერებასთან.[35]

ერიკ გარცკეს (ფრეიზერის ინსტიტუტის მეცნიერი) შეფასებით, მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნები ნაკლებად მონაწილეობენ ომებში, მაშინ როდესაც, დემოკრატიის ხარისხმა გავლენა მცირედ ან საერთოდ ვერ მოახდინა.[36]

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლებისინგლ. (The Economic Freedom of the World) ქულა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი საშუალო ქულა 1985 წელს 5,17 იყო, 2005 წლის მაჩვენებელი 6,4 ქულას შეადგენდა. 1985 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, 95 ქვეყანამ გაზარდა ქულა, შვიდმა შეამცირა და ექვსის ქულა უცვლელი დარჩა.[37] 2008 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მეთოდოლოგიის გამოყენებით დადგინდა, რომ მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2.6 ქულით გაიზარდა 1995 წლის მაჩვენებელთან შედარებით.[38]

„მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრები“ (ინგლ. MWBG) ასევე იყენებენ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს (ინგლ. Index of Economic Freedom), როგორც ინვესტიციათა კლიმატის ინდიკატორს, რადგან იგი მოიცავს უამრავ კერძო სექტორთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[39]

კრიტიკა რედაქტირება

 
დიაგრამები, რომლებიც აჩვენებს ეკონომიკურ თავისუფლებას, როგორც ეს განსაზღვრულია „მსოფლიოს ეკონომიკურ თავისუფლებაში“ (ინგლ. Economic Freedom of the World) და სხვა ინდიკატორებს. წითელი ზოლებით ნაჩვენებია ნაკლები ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნები, ხოლო მწვანე ზოლებით, უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნები.

ეკონომიკური თავისუფლების არსი ხშირად სადავოა. რობერტ ლოუსონი, „EFW-ის“ თანაავტორი, აღიარებს თავისუფლების ინდექსების პოტენციურ ნაკლოვანებებს: „EFW ინდექსის მიზანია ზუსტად განისაზღვროს არსებული ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი“.[40] ის ამსგავსებს უკანასკნელად ეკონომისტების მიერ განხორციელებულ ეკონომიკური თავისუფლების გაზომვის მცდელობას, ეკონომისტების საწყის მცდელობებს მშპ-ს გასაზომად: „ისინი (მაკროეკონომისტები) იყვნენ მეცნიერები, რომლებიც იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით, რომ დაედგინათ ქვეყნის იმჟამინდელი ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი. ეკონომიკური აქტიურობა არსებობს რეალურად და მათი ამოცანა იყო მხოლოდ და მხოლოდ ამის გაზომვა. ანალოგიურად, ეკონომიკური თავისუფლებაც არსებობს. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ და გავზომოთ იგი.“ აქედან გამომდინარეობს ის გარემოება, რომ ზოგიერთი ეკონომისტი, სოციალისტი და ანარქისტი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების არსებული ინდიკატორები ძალიან სუსტი და არაზუსტია, და ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეკონომიკური თავისუფლების უფრო ფართო კონცეფცია.

ინდექსთა კრიტიკოსები (მაგალითად, ტომ ჰარტმანი) ასევე ეწინააღმდეგებიან ბიზნესთან დაკავშირებულ ისეთ ზომათა მიღებას, როგორიცაა კორპორაციის წესდება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.[41] ჯონ მილერმა ჟურნალში - „დოლარები და გრძნობა“ განაცხადა, რომ ინდექსები არის „როგორც თავისუფლების, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობის ცუდი საზომი“. ის ამტკიცებს, რომ „IEF–ის“ მიერ დამტკიცებული მაღალი კორელაცია ცხოვრების დონესა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის არის მხოლოდ და მხოლოდ თავად ამ ინდექსის არასწორი სტრუქტურისა და აგებულების შედეგი. მაგალითად, არაფორმალური სექტორის (რომელიც ძირითადად გავრცელებულია ღარიბ ქვეყნებში) დახმარება, როგორც სახელმწიფოს მზღუდავი პოლიტიკის ინდიკატორი, ასევე სახელმწიფოს დახარჯული თანხისა და შემოსავლის პროპორციულობის ცვლილების გამოყენება, ნაცვლად იმისა, რომ აისახოს ამ პროპორციისა და თანაფარდობის ხარისხი. ჰარტმანი ამტკიცებს, რომ აღნიშნული მეთოდები იწვევს ევროპის სოციალ-დემოკრატიული ქვეყნების უფრო მაღალი ადგილის მინიჭებას, ვიდრე ქვეყნებისა, სადაც მთავრობის წილი ეკონომიკაში მცირეა, მაგრამ ზრდადი.[42]

ეკონომისტებმა დენი როდრიკმა და ჯეფრი ზაქსმა დამოუკიდებლად აღნიშნეს, რომ როგორც ჩანს, დამტკიცებული მცირე ურთიერთკავშირი ეკონომიკურ თავისუფლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, როდესაც ნაკლებად თავისუფალი ქვეყნები არის უგულებელყოფილი, რაც განპირობებულია ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდიდან ბოლო წლების მანძილზე.[43][44] მორის ალტმანმა დაადგინა, რომ ძალზედ მჭიდრო ურთიერთკავშირია ეკონომიკურ თავისუფლებასა და ორ მაჩვენებელს - ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალსა და ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკურ ზრდას შორის. იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით ამართლებს, როდესაც ის დაკავშირებულია ისეთ ქვე-ინდექსებთან, როგორიცაა საკუთრების უფლებასა და ფულის სიმყარეს, მაშინ როდესაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთი ქვე-ინდექსების მნიშვნელობას, რომლებიც დაკავშირებულია შრომის რეგულირებასთანა და მთავრობის ზომასთან.[45] ჯონ მილერი ასევე აღნიშნავს, რომ ჰონგ-კონგი და სინგაპური, „Freedom House“-ის თანახმად, ორივე მხოლოდ „ნაწილობრივ თავისუფალია“, ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ წამყვან ქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გამოთვლა აუცილებლად დაკავშირებულია პოლიტიკურ თავისუფლებასთან.[42] ამასთან, კომპ. „Freedom House-ის“ თანახმად, „არსებობს ძალიან მაღალი და სტატისტიკურად უმნიშვნელოვანესი ურთიერთდამოკიდებულება „Freedom House-ის“ მიერ შეფასებულ პოლიტიკური თავისუფლების დონესა და „The Wall Street Journal / Heritage Foundation-ის“ კვლევით შეფასებულ ეკონომიკურ თავისუფლებას შორის.“[46]

არჩევანთა სიმრავლე და ეკონომიკური თავისუფლება რედაქტირება

ამარტია სენი და სხვა ეკონომისტები თვლიან, რომ ეკონომიკური თავისუფლება უნდა შეფასდეს ინდივიდუალური ეკონომიკური არჩევანის მიხედვით. ეკონომიკური თავისუფლება უფრო მდგრადია, თუ ინდივიდს უფრო მეტი ეკონომიკური არჩევანი აქვს - როდესაც, ტექნიკური თვალსაზრისით მეტად ფართოვდება ინდივიდუალური არჩევანი.

პოზიტიური და ნეგატიური თავისუფლება რედაქტირება

განსხვავებები ეკონომიკური თავისუფლების ალტერნატიულ შეხედულებებს შორის ეფუძნება ესაია ბერლინის პოზიტიურ და ნეგატიურ თავისუფლებას შორის არსებულ განსხვავებებს. კლასიკური ლიბერალები მხარს უჭერენ ნეგატიურ თავისუფლებაზე ფოკუსირებას, როგორც თავად ბერლინი. ამის საპირისპიროდ, ამარტია სენი ამტკიცებს თავისუფლების გააზრებას შესაძლებლობების თვალსაზრისით, მრავალი მიზნის მისაღწევად.[47] ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც ცდილობს შეაფასოს თავისუფლება პოზიტიური გაგებით, არის გუდინის, რაისის, პარპოსა და ერიკსონის შექმნილი დისკრეციული დროის საზომი, რაც წარმოადგენს იმის შეფასებას, თუ რამდენი დრო აქვთ ხალხს თავის განკარგულებაში, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა აირჩიონ თავისუფლად ის საქმიანობა, რომელშიც მათ სურთ მონაწილეობის მიღება, ცხადია, იმ დროის გამოკლებთ, რასაც თითოეული ჩვენგანი ხარჯავს ცხოვრების სხვადასხვა გარდაუვალი საჭიროებებისა და რუტინული საქმიანობების შესრულებაში.[48] წიგნში „კაპიტალიზმი და თავისუფლება“,[49] მილტონ ფრიდმანი განმარტავს, რომ თავისუფლების შენარჩუნება არის შეზღუდული და დეცენტრალიზებული მთავრობების საფუძველი. აღნიშნული თავის მხრივ, წარმოქმნის პოზიტიურ თავისუფლებას საზოგადოებაში, რაც თავისუფალ გარემოში ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლებას წარმოშობს.

თავისუფლება, რომელიც გვსურს რედაქტირება

 
ნორმან როქველის ნამუშევარი „სიღარიბისგან თავისუფლება“ 1943 წ.
ფრანკლინ რუზველტის ცნობილი გამოსვლა „ოთხი თავისუფლება“, 1941 წ.

ფრანკლინ რუზველტმა თავის ცნობილ გამოსვლაში „ოთხი თავისუფლება“ (Four Freedoms), ოთხიდან მესამე ადგილი უბოძა სიღარიბისგან თავისუფლებას (Freedom from Want). რუზველტმა თქვა, რომ თავისუფლება სიღარიბისგან „მსოფლიო მნიშვნელობის იდეაა და ის მოიცავს ეკონომიკურ გეგმას, რომელიც ყველა ქვეყნის მაცხოვრებელს უზრუნველყოფს მშვიდობიანი და ჯანსაღი ცხოვრების უფლებითა და შესაბამისი პირობებით“. რუზველტის „ახალი შეთავაზება“ აშშ-ს პოლიტიკის თვალსაზრისით მოიცავდა ეკონომიკურ თავისუფლებებს, როგორიცაა სავაჭრო ორგანიზაციების თავისუფლება, აგრეთვე მთავრობის ჩარევის განსხვავებულ მოდელს აღნიშნულ საქმიანობებში და გადასახადების გადანაწილების ახლებურ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბისგან გათავისუფლებას. საერთაშორისო დონეზე, რუზველტმა მხარი დაუჭირა „ბრეტონ ვუდსის შეთანხმებასთან “ (Bretton Woods Agreement) დაკავშირებულ პოლიტიკას, რომელიც აწესრიგებს გაცვლით კურსებს და აყალიბებს საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

ჰერბერტ ჰუვერმა ეკონომიკური თავისუფლება მეხუთე თავისუფლებად მიიჩნია, რაც რუზველტის „ოთხი თავისუფლების“ გადარჩენას უზრუნველყოფს. მან აღწერა ეკონომიკური თავისუფლება, როგორც თავისუფლება „ადამიანებისთვის, რონელთაც უნდა აირჩიონ საკუთარი საქმიანობა, დააგროვონ ქონება შვილებისა და სიბერის დასაცავად, ესაა საწარმოების თავისუფლება, რომელიც არ დააზიანებს სხვებს“.[50]

ასოციაციებისა და გაერთიანებების თავისუფლება რედაქტირება

ფილადელფიის დეკლარაციაში (The Philadelphia Declaration - დაცულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის-ILO კონსტიტუციაში) [51]) ნათქვამია, რომ „ყველა ადამიანს, განურჩევლად რასისა, აღმსარებლობისა და სქესისა, აქვს უფლება შექმნას თავისი მატერიალური კეთილდღეობა და განვითარდეს სულიერად თავისუფლებისა და ღირსების დაცვით; ჰქონდეს ეკონომიკური უსაფრთხოება და თანაბარი შესაძლებლობები.“ ILO შემდგომ აღნიშნავს, რომ „მშრომელთა და დამსაქმებელთა უფლებაა, შექმნან და გაწევრიანდნენ საკუთარი სურვილით შექმნილ ორგანიზაციებში, არის თავისუფალი და ღია საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.“[52]

სოციალისტური ხედვები რედაქტირება

ეკონომიკური თავისუფლების სოციალისტური შეხედულება თავისუფლებას განიხილავს როგორც კონკრეტულ სიტუაციას, აბსტრაქტული ან მორალური კონცეფციის საწინააღმდეგოდ. თავისუფლების ეს შეხედულება მჭიდრო კავშირშია ადამიანის შემოქმედების სოციალისტურ შეხედულებასთან და შემოქმედების თავისუფლების მნიშვნელობასთან. სოციალისტები განსაზღვრავენ შემოქმედებას, როგორც ადამიანის ბუნების მნიშვნელოვან ასპექტს, რითაც განსაზღვრავენ თავისუფლებას, როგორც სიტუაციას ან არსებულ მდგომარეობას, როდესაც ინდივიდებს შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი შემოქმედება დაუბრკოლებლად როგორც მატერიალური სიმცირის, ისე იძულებითი სოციალური ინსტიტუტების შეზღუდვით.[53] მარქსისტები ხაზს უსვამენ პიროვნების გათავისუფლების მნიშვნელობას, მათი ხედვით წარმოების იძულებითი, ექსპლუატატორული და გაუცხოების სოციალური ურთიერთობებისაგან, რომელშიც ისინი იძულებით არიან ჩაბმულნი; ისინი ხაზს უსვამენ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების, სახელმწიფოს არსებობის მატერიალურ საფუძველს. სადაც საკმარისი რესურსი არსებობს, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თავისი ნამდვილი შემოქმედებითი ინტერესების რეალიზება.[54]

ეკონომიკური თავისუფლების სოციალურ-ეკონომიკური გავლენა რედაქტირება

ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზომვის ერთ-ერთი მეთოდია ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების მასშტაბის შედარება, რაც, როგორც კვლევებმა აჩვენა, ასევე მნიშვნელოვნად ხსნის ეკონომიკურ კეთილდღეობაში არსებულ განსხვავებებს მთელ მსოფლიოში. საერთოდ, უმაღლესი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებს აქვთ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი დონე და მისი ზრდის ასევე მაღალი ტემპეები, ასევე მათ აქვთ უკეთესი ჯანდაცვა, განათლების უფრო მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვის უკეთესი პირობები, შემოსავლის თანასწორობა და ბედნიერების მაღალი მაჩვენებლები. კეთილდღეობის ზრდის აღნიშნული შედეგები იდენტურია მაშინაც კი, როდესაც ამ ინდიკატორების შედარება ხდება ერთი და იგივე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიებზე (ადმინისტრაციულ ერთეულებში ან სხვა). მიუხედავად ამისა, ამ სიკეთეების მიუხედავად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ზრდასთან ერთად მათ მოუწევთ გაიარონ უთანასწორობის გაზრდის ფაზა, რაც ძირითადად შემცირებული გადანაწილების შედეგია და ეკონომიკური ლიბერალიზაციის სხვა უარყოფითი შედეგები, რომელიც მრავლადაა და თვალში საცემია აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერის საწყის ეტაპზე, მაგალითად: ადგილობრივი საწარმოების საქმიანობიდან გასვლა, კონკურენტული ფირმების აღება, უცხოური კომპანიების ინტერესების დაცვა, უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება, სამუშაო უფლებების გაუარესება, გარემოზე მავნე ზემოქმედება, რაც გამოწვეული იქნება საწარმოების აქტიური მუშაობით, მომხმარებლისთვის არახელსაყრელი კომერციული პრაქტიკის დანერგვა, ასევე საფრთხე, რომელიც შეიძლება მიადგეს ეროვნულ კულტურებს. ამასთან, ეს უარყოფითი შედეგები ეკონომიკური თავისუფლების მხარდაჭერიდან მოკლე ვადაში იქნება საგრძნობი და თუ ქვეყნები სწორად გამოიყენებენ ეკონომიკური თავისუფლების შესაძლებლობებს ჩვენს უფრო და უფრო გლობალიზებულ ეკონომიკაში, კვლევების თანახმად, მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ვიდრე ეკონომიკური თავისუფლების ნაკლებობის პირობებში.[55]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bronfenbrenner, Martin (1955). „Two Concepts of Economic Freedom“. Ethics. 65 (3): 157–70. doi:10.1086/290998. JSTOR 2378928.
  2. Sen, Amartya. „Rationality and Freedom“: 9. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. 3.0 3.1 „Economic Freedom and its Measurement“. The Encyclopedia of Public Choice. 2. Springer. 2004. pp. M1 161–71. ISBN 978-0-7923-8607-0.
  4. Franklin Roosevelt's Annual Address to Congress – The "Four Freedoms" (January 6, 1941). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 29, 2008. ციტირების თარიღი: November 10, 2008.
  5. Jacoby, Daniel (1998). Laboring for Freedom: A New Look at the History of Labor in America (eBook). Armonk, NY: ME Sharpe, გვ. 8–9, 148, 166–67. ISBN 978-0-585-19030-3. 
  6. Surjit S. Bhalla. Freedom and economic growth: a virtuous cycle?. Published in Democracy's Victory and Crisis. (1997). Cambridge University Press. ISBN 0-521-57583-4 p. 205
  7. David A. Harper. Foundations of Entrepreneurship and Economic Development. (1999). Routledge. ISBN 0-415-15342-5 pp. 57, 64
  8. Ayal, Eliezer B.; Karras, Georgios (Spring 1998). „Components of economic freedom and growth: an empirical study“. Journal of Developing Areas. Western Illinois University. 32 (3): 327–38.
  9. Carlsson, Fredrik; Lundström, Susanna. „Economic Freedom and Growth: Decomposing the Effects“ (PDF). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  10. Addision Wiggin, William Bonner. Financial Reckoning Day: Surviving the Soft Depression of the 21st Century. (2004). John Wiley and Sons. ISBN 0-471-48130-0 p. 137
  11. David A. Harper. Foundations of Entrepreneurship and Economic Development. (1999). Routledge. ISBN 0-415-15342-5 p. 74
  12. Rose D. Friedman, Milton Friedman. Two Lucky People: Memoirs. (1998). University of Chicago Press. ISBN 0-226-26414-9 p. 605
  13. Bernard H. Siegan. Property and Freedom: The Constitution, the Courts, and Land-Use Regulation. Transaction Publishers. (1997). ISBN 1-56000-974-8 pp. 9, 230
  14. David L. Weimer. The political economy of property rights. Published in The Political Economy of Property Rights. Cambridge University Press. (1997). ISBN 0-521-58101-X pp. 8–9
  15. Hernando De Soto. The Mystery of Capital. Basic Books. (2003). ISBN 0-465-01615-4 pp. 210–11
  16. Pierre-Joseph Proudhon. No Gods, No Masters: An Anthology of Anarchism. Edited by Daniel Guerin, translated by Paul Sharkey. 2005. AK Press. ISBN 1-904859-25-9 pp. 55–56
  17. John V. Orth. Contract and the Common Law. Published in The State and Freedom of Contract. (1998). Stanford University Press ISBN 0-8047-3370-8 p. 64
  18. David A. Harper. Foundations of Entrepreneurship and Economic Development. (1999). Routledge. ISBN 0-415-15342-5 pp. 82–88
  19. Hans van Ooseterhout, Jack J. Vromen, Pursey Heugensp. Social Institutions of Capitalism: Evolution and Design of Social Contracts. (2003). Edward Elgar Publishing. ISBN 1-84376-495-4 p. 44
  20. Lochner v New York.
  21. West Coast Hotel Co. v. Parrish.
  22. The Supreme Court . Capitalism and Conflict . Landmark Cases . Lochner v. New York (1905) |PBS.
  23. Freedom in the World. (1999). Transaction Publishers. ISBN 0-7658-0675-4 p. 12
  24. Lewis F. Abbott. British Democracy: Its Restoration & Extension, ISR/Google Books, 2006, 2010. Chapter Five: “The Legal Protection Of Democracy & Freedom: The Case For A New Written Constitution & Bill Of Rights”. [1]
  25. Milton Friedman. Capitalism and freedom. (2002). The University of Chicago. ISBN 0-226-26421-1 pp. 8–21
  26. Ludwig Von Mises. Planning for Freedom. Libertarian Press. 1962. p. 38
  27. Friedrich Hayek, The Road to Serfdom, University Of Chicago Press; 50th Anniversary edition (1944), ISBN 0-226-32061-8 p. 95
  28. Hayek, Friedrich (2007). The Road to Serfdom: Text and Documents. University of Chicago Press, გვ. 53–57. ISBN 978-0-226-32055-7. 
  29. Tullock, Gordon (1988). Freedom, Democracy and Economic Welfare. The Fraser Institute, გვ. 60–64. ციტირების თარიღი: 2020-11-24.  დაარქივებული 2009-07-14 საიტზე Wayback Machine.
  30. Gwartney, L., R. Lawson, and W. Block (1996). Economic Freedom of the World, 1975–1995. Vancouver: Fraser Institute.
  31. 31.0 31.1 Heckelman, Jac C.; Stroup, Michael D. (2000). „Which Economic Freedoms Contribute to Growth?“. Kyklos. 53 (4): 527–44. doi:10.1111/1467-6435.00132.
  32. Economic Freedom of the World: 2004 Annual Report დაარქივებული 2016-03-16 საიტზე Wayback Machine. (pdf)
  33. Index of Economic Freedom – Executive Summary დაარქივებული 2008-02-27 საიტზე Wayback Machine. (pdf)
  34. Issues. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
  35. In Pursuit of Happiness Research. Is It Reliable? What Does It Imply for Policy? დაარქივებული 2011-02-19 საიტზე Wayback Machine. The Cato institute. April 11, 2007
  36. Chapter2: Economic Freedom and Peace დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine. , Economic Freedom of the World 2005
  37. Economic Freedom of the World: 2005 Annual Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
  38. Economic Freedom Holding Steady. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
  39. Improving Investment Climates დაარქივებული 2008-12-07 საიტზე Wayback Machine. , World Bank Publications, 2006. ISBN 0-8213-6282-8 pp. 221–24
  40. Lawson, Robert A. 2006. "'On Testing the Connection between Economic Freedom and Growth." Econ Journal Watch 3(3): 398–406. [2]
  41. http://www.thomhartmann.com/index.php დაარქივებული 2008-12-05 საიტზე Wayback Machine. option=com_content&task=view&id=183
  42. 42.0 42.1 Free, Free at Last | Dollars & Sense.
  43. Jeffrey Sachs, The End of Poverty; How We Can Make It Happen In Our Lifetime (Penguin Books, 2005), pp. 320–21.
  44. Dani Rodrik's weblog: Is there a growth payoff to economic freedom?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-07.
  45. Morris Altman, "How Much Economic Freedom is Necessary for Economic Growth? Theory and Evidence," Economics Bulletin, Vol. 15 (2008), no. 2, pp. 1–20.
  46. Adrian Karatnycky. Freedom in the World: The Annual Survey of Political Rights and Civil Liberties. Transaction Publishers. 2001. ISBN 978-0-7658-0101-2. p. 11
  47. Sen, Amartya K. (1993). „Markets and Freedoms: Achievements and Limitations of the Market Mechanism in Promoting Individual Freedoms“. Oxford Economic Papers. 45 (4): 519–41. doi:10.1093/oxfordjournals.oep.a042106.
  48. Goodin, Robert E.; Rice, James Mahmud; Parpo, Antti; Eriksson, Lina (2008) Discretionary Time: A New Measure of Freedom. Cambridge University Press, გვ. 1–54. ISBN 978-0-521-70951-4.  Chapter 1 and 2 discusses the context and validity of the new measure.
  49. Friedman, Milton (1962) Capitalism and Freedom. University of Chicago Press, გვ. 4. 
  50. Whisenhunt, Donald W. (2007). President Herbert Hoover. Nova Publishers, გვ. 128. ISBN 978-1-60021-476-9. 
  51. Constitution of the International Labour Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-02-08. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
  52. Freedom of association and the right to collective bargaining – Themes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-04.
  53. Bhargava. Political Theory: An Introduction. Pearson Education India, 2008. p. 249.
  54. Barbara Goodwin. Using Political Ideas. West Sussex, England, UK: John Wiley & Sons, Ltd., 2007. p. 107.
  55. Rožāns, Edgars, The Socioeconomic Impact of Economic Freedom. Humanities and Social Sciences, pp. 105–25, 2015. Available at SSRN: http://ssrn.com/abstract=2683493

დამატებითი ლიტერატურა რედაქტირება

გარე ბმულები რედაქტირება

თარგი:კაპიტალიზმის საკითხები თარგი:ნეოლიბერალიზმი

თარგი:თავისუფლება