ეკლიანი ნარშავი (ლათ. Carduus acanthoides) — ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 30-120 სმ სიმაღლის, დაღარული, გვერდებზე ეკლიანი ფრთებით. მცენარე მოფენილია მრავალი გრძელი, ყვითელი ეკლით. ფოთლები მწვანეა, მოხაზულობით – ლანცეტა ან ხაზურლანცეტა, ღრმად ფრთისებურადაა დაყოფილი. კალათები მარტოულია ან რამდენიმე ერთად. ყვავილები მეწამული ან ხორცისფერ-წითელია. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში მინდვრებზე, რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია აჭარაში, ქართლსა და მთიულეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

ეკლიანი ნარშავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ნარშავი
სახეობა:  ეკლიანი ნარშავი
ლათინური სახელი
Carduus acanthoides L.

გალერეა რედაქტირება


ლიტერატურა რედაქტირება