ეირიკსიეკუდლი (ისლ. Eiríksjökull) — მცირე მყინვარი ისლანდიაში. მოქცეულია ისლანდიის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ვესტურლანდის რეგიონის ტერიტორიაზე. სიახლოვეს მდებარეობს მყინვარი ლაუნგიეკუდლი, რომელიც გარს ახვევია ეირიკსიეკუდლს ჩრდილო (≈ 4 კმ მანძილზე) და აღმოსავლეთ (≈ 10 კმ) მხრიდან. ეირიკსიეკუდლის ფართობია 22 კმ², სიგრძე და სიგანე — ≈ 5 კმ.[1] მყინვარი ფარავს ამავე სახელწოდების მაგიდა მთას, რომელიც ვულკანური ტუფითაა აგებული.[2] მთა წარმოიქმნა მაგმის ყინულქვეშა ამოფრქვევის შედეგად, ხოლო შემდგომ ამ ადგილზე წარმოიქმნა გამყარებული ლავის მძლავრი ფარი.[3] მყინვარის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1675 მ სიმაღლეზეა.[1]

ეირიკსიეკუდლი
Eiríksjökull
ეირიკსიეკუდლი
ეირიკსიეკუდლი
კოორდინატები: 64°46′24″ ჩ. გ. 20°24′34″ დ. გ. / 64.77333° ჩ. გ. 20.40944° დ. გ. / 64.77333; -20.40944
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 22 კმ²
ეირიკსიეკუდლი — ისლანდია
ეირიკსიეკუდლი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Landmælingar Íslands — Ísland í tölum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-29. ციტირების თარიღი: 2016-06-15.
  2. Thordurson, Thor; Hoskuldsson, Armann (2002). Classic Geology in Europe 3: Iceland. Terra Publishing, 2002. — P. 161.
  3. Einarsson, Þorleifur (2005). Geology of Iceland. Mál og menning, P. 76