ეია-ფიორდი
ეია-ფიორდი (ისლ. Eyjafjörður — კუნძულოვანი ფიორდი) — ფიორდი ისლანდიაში.

ეია-ფიორდი მდებარეობს ისლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, ნახევარკუნძულ ტრიოლლასკაგის აღმოსავლეთით და იჭრება გრენლანდიის ზღვაში. ფიორდის სიგრძე არის 60 კმ, სიგანე აღწევს 24 კმ-ს.
ეია-ფირდის სამხრეთის ბოლოში მდებარეობს ქალაქი აკურეირი, დასავლეთ სანაპიროზე — ქალაქები დალვიკი და ოულაფსფიორდური. ფიორდის შუაში მდებარეობს კუნძული ჰრისეი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეია-ფიორდი დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine.