ეთიოპიური დამწერლობა

(გადამისამართდა გვერდიდან ეთიოპიური ანბანი)

ეთიოპიური დამწერლობა (ግዕዝ Gəʿəz) — მარცვლოვანი დამწერლობა (აბუგიდა), რომელიც სამხრეთარაბული დამწერლობისაგან განვითარდა. ის, სხვა სემიტური დამწერლობებისაგან განსხვავებით მარცხნიდან მარჯვნივ იწერება. ამჰარულ და ტიგრინიულ ენებზე, რომლებიც ეთიოპიური ანბანით ჩაიწერება, დამწერლობის სახელწოდებაა ფიდელ (ፊደል).

ეთიოპიური დამწერლობა

თავდაპირველი კონსონანტური დამწერლობა დროთა განმავლობაში მარცვოვანამდე შეივსო, რომელშიც თანხმოვნის მომდევნო ხმოვანს მთავარ ნიშანზე გადაბმული დიაკრიტიკული ნიშანი გამოხატავს. დიაკრიტიკული ნიშანი თანხმოვნის გამომხატველ ნიშანს შეიძლება ებმოდეს ზემოდან, ქვემოდან, მარცხნიდან ან მარჯვნიდან, იმის მიხედვით, თუ რომელ ხმოვანს გამოხატავს იგი. მეცნიერები ეთიოპიურ დამწერლობას, ისევე როგორც ინდურს, აბუგიდას კატეგორიაში აერთიანებენ. თუმცა, ინდური შრიფტები გაცილებით ძველია, ვიდე ეთიოპიური სილაბური დამწერლობა.

ეთიოპიური დამწერლობის სისტემატიზირება მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში განხორციელდა. ძველი ეთიოპიური ენისათვის, გეეზისათვის შექმნილ დამწერლობას, თანამედროვე ენების, ამჰარულის, ტიგრინიისა და სხვათა შესაწყობად გარკვეული მოდიფიკაცია ჩაუტარდა. ზოგიერთი ძველი ნიშანი ხმარებიდან ამოიღეს და მათ დღეს მხოლოდ ეტიმოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ.

ამჰარული ენისა და ტიგრინიას გარდა ეთიოპიურ დამწერლობას იყენებს ასევე ჰარარი ენა და რამდენიმე გურაგე ენა ეთიოპიაში, ხოლო ორომო ენა 1991 წლიდან ეთიოპიურის ნაცვლად ლათინური ანბანით ჩაიწერება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება