მთავარი მენიუს გახსნა
ეთიოპიის მაღალმთიანეთი

ეთიოპიის მთიანეთი (ეთიოპიის ზეგანი) — მთის მასივი ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. ღრმა ტექტონიკური ხეობებით დაყოფილია ცალკეულ მასივებად, რომელზეც ბრტყელმწვერვალიანი ბაზალტური შთენილიმთებია აღმართული. მას ქვეყნის ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს და ეთიოპიის უმთავრესი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. აქ ბევრი სახეობის ცხოველი ბინადრობს – მხოლოდ ამ რეგიონში გვხვდება ბაბუნის ჰელადა. ეთიოპიის მთიანეთის უმაღლესი მწვერვალია რას-დაშანი – 4550 მ.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. II, გვ. 53, თბ., 1977 წელი.
  • „მსოფლიოს დიდი ატლასი“, აფრიკა, გვ. 138, გამომც. პალიტრა L, თბილისი, 2009 წ.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება