ეთერ ცქიტიშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1913, თბილისი — გ. 1999) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1976).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა შრომის 15-ე სკოლა. 1931 წლიდან გამოდიოდა დუშეთის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1935 წლიდან იყო თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი. დიდი წვლილი შეიტანა რუსთავის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობთა ახალგაზრდული დასის ფორმირებასა და თოჯინური ხელოვნების დაუფლების საქმეში. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დროს გამართულ ყველა საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალებში თბილისის თოჯინების თეატრის მონაწილეობით.

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძიძა (აკ. ბელიაშვილის „თეთრი ფინია“), გოშა (კ. მაჭარაძის „ხაფანგი“), მკითხავი (ნ. ლომოურის „ქაჯანა“), ქიტო, ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“), ჯემალი (გ. როსებას „ყაითარი“), ივანიკა, ვირი (გ. ჩიქოვანის „ორი ქოსატყუილა“), მინისტრი მშენებელი (ს. პრეობრაჟენსკის „გაზაფხულის ყვავილი“), ამპარტავანი კურდღელი (ს. მიხალკოვის „ამპარტავანი კურდღელი“), პრინცესა (ლ. ბრამესევიჩის „ჩექმებიანი კატა“), ვაჟა (ვ. ნიკოლაიშვილის „შვლის ნუკრი“), ბურატინო (დ. ძიგუას „ბურატინოს თავგადასავალი“), ბუტია (მ. სუბონინის „ბუტია“), თხუპნია (ტ. ხავთასის „თხუპნია“), ჯადოქარი ჩარამარა (ვ. ცინიბულვის „ცისფერი მარგალიტი“), ბიჭი (ო. იოსელიანის „დაჩის ზღაპარი“), დედა (ნ. გერნეტის „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“), ყეფია (ნ. ღვინეფაძის „ჩვენი აიბოლიტი“) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 246.
  • საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. - გვ.73

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება