ეთერ კაკულიას ქუჩა

ეთერ კაკულიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (დოლაბაური); ქეთევან დედოფლის გამზირიდან დოლაბაურის III ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. აღნიშნულია ქალაქის 1851 წლის გეგმაზე როგორც სალდათის ქუჩა. რევოლუციამდე ამ ქუჩის მახლობლად იდგა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკის ყაზარმები. საბჭოთა ხელილისუფლების წლებში აქ წითელარმიელთა ნაწილები განლაგდნენ (აქვე იყო წითელარმიელთა კლუბიც). ამის გამო ქუჩას XX საუკუნის 30-იან წლებში წითელარმიელის ქუჩა დაერქვა. 2007 წელს ზურაბ ანჯაფარიძის სახელი ეწოდა. 2015 წლის 27 ნოემბერს ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩას და მასთან არსებულ პატარძეულის შესახვევს ეთერ კაკულიას სახელი დაერქვა.[1]

ეთერ კაკულიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები სალდათის ქუჩა, წითელარმიელის ქუჩა, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №465. საკანონმდებლო მაცნე (27 ნოემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023