ევროპის ნიდერლანდები

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ნიდერლანდი)

ევროპის ნიდერლანდები[1] (ნიდერლ. Europees Nederland) ან ნიდერლანდების ევროპული ნაწილი[2] — აღნიშნავს ნიდერლანდების იმ ნაწილს, რომელიც ევროპაში მდებარეობს. ტერმინი გამოიყენება 2010 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ანტილის კუნძულების დაშლის შედეგად წარმოქმნილი კარიბის ნიდერლანდებისგან (კუნძულები: ბონეირი, საბა და სინტ-ესტატიუსი) ნიდერლანდების ევროპული ნაწილის განსასხვავებლად.

ევროპის ნიდერლანდების რუკა

განმასხვავებელი სახელი გამოიყენება გეოგრაფიული მდებარეობის და ასევე იმის გამო, რომ კარიბის ნიდერლანდების კანონმდებლობა განსხვავდება ევროპული ნიდერლანდების კანონმდებლობისგან.

ევროპის ნიდერლანდები შეადგენს მთელი ნიდერლანდების ფართობის 99 %-ს და წარმოადგენს მის ისტორიულ ტერიტორიას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Poverty in the European Netherlands is increasing“. Sabanews. 6 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 27 December 2011.
  2. Convention extending the competence of authorities empowered to receive declarations acknowledging natural children. Treaty Database (ნიდერლ. Verdragenbank). Ministry of Foreign Affairs (Netherlands) (20 December 2011). ციტირების თარიღი: 27 December 2011.[მკვდარი ბმული]